Thursday, April 28, 2016

სიქამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროექტის "მეტი შეგვიძლია" მოსამზადებელ შეხვედრაში


25-27 აპრილს სიქა მასპინძლობდა უცხოელ პარტნიორებს პროექტის „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“ მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები: 

- რომან ელსნერი და ირინა ბუხარკინა - არასამთავრობო ორგანიზაცია გერმანულ-რუსული გაცვლა DRA, ქ. ბერლინი, გერმანია;
- ლუდმილა პარაშენკო, არასამთავრობო ორგანიზაცია Agency of Educational Policy Development, ქ. კიევი, უკრაინა;
- მაქსიმ ივანცოვი , არასამთავრობო ინიციატივა School Projects, ქ. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;
- ინგა პაიჭაძე , სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.
შეხვედრაზე დეტალურად დაიგეგმა პროექტი "მეტი შეგვიძლია", რომლის განხორციელება მიმდინარე წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე იგეგმება,
პროექტის ორგანიზატორები შეხვდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენელს ნინო გვარამაძეს. დაისახა ფორუმთან პროექტის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

No comments:

Post a Comment