Thursday, April 7, 2016

მოწვეული სტუმარი ზემო სარალის საჯარო სკოლაში

1 აპრილს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ანალიტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, თურაჯ იბრაგიმოვა ზემო სარალის საჯარო სკოლას ეწვია. შეხვედრას დაესწრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო სარალისა და დამიაგეორარხის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი გოგონები. შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე ჩატარდა. 
სტუმარმა გოგონებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. ესაუბრა იმ სირთულეებზე, რისი გადალახვაც მოუწია განათლების მიღების, კარიერული ზრდის პროცესში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარადგინეს თავი და ისაუბრეს მათ სამომავლო გეგმებზე. 
თურაჯმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობები. ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო მიმართულებებზე, როგორიცაა ქართული ენის უფასო კურსები, ქალთა უფლებები და ა.შ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ვიდეოს ჩვენებას, ჯგუფებში მუშაობასა და დისკუსისას. შეხვედრის მონაწილეებმა ნახეს ანიმაციური ვიდეო ქალის როლზე ოჯახში. ჯგუფებში მუშაობის შემდეგ კი წარმოადგინეს პრეზენტაციები. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ გოგონებმა სტუმარს დაუსვეს კითხვები მომავალი პროფესიებისა და უნივერსიტეტების შერჩევასთან დაკავშირებით. სტუმარმა მათ შეკითხვებს უპასუხა და მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის. მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ თურაჯის სტუმრობა მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყო. 
სიქა მადლობას უხდის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეხვედრის ჩატარებაში, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

No comments:

Post a Comment