"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა-ს სამიზნე სოფ.ვახტანგისის #1 აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ვიქტორია" 10 დეკემბერს ორგანიზება გაუკეთა სასკოლო ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა გენდერული თანასწორობა იყო.
შეხვედრას ესწრებოდა სოფ.ვახტანგისის რწმუნებული ქ-ნ მარინა ირემაშვილი, სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაცია, სოფლის აზერბაიჯანული თემი. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, აზერბაიჯანელ გოგონებში სრული საშუალო განათლების მიღებისადმი ინტერესის ნაკლებობაზე, ქალების უფლებაზე მიიღონ მაღალი დონის განათლება. შეხვედრას წინ უსწრებდა სამოქალაქო კლუბ "ვიქტორიას" წევრების სათემო აქცია, რომლის ფარგლებში მათ სოფლის მაცხოვრებლებს დაურიგეს ფლაერები მოწოდებით - ხელი შეეწყოთ უფროსკლასელი გოგონებისთვის იარონ სკოლაში და მიიღონ სრული საშუალო განათლება. "გოგოებსაც აქვთ სწავლის უფლება" - ეწერა მათ პოსრტერზე.