Sunday, January 20, 2013

საზაფხულო ბანაკი ბაზალეთში

სიქა-ს ორგანიზებით 2012 წლის 30 ივნისს თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში - ბაზალეთში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ბანაკის პირველი ნაკადი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 90 მოსწავლემ და სამოქალაქო განათლების პედაგიგმა საქართველოს 11 რეგიონიდან. ბანაკის სულ სამ ნაკადად გაიმართა 30 ივნისი-5 ივლისი, 20-25 ივლისი, 31 ივლისი- 5 აგვისტო და მასში მონაწილეობა მიიღო 270-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ბანაკი განხორციელდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. ამ პროგრამას აფინანსებს USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ხოლო საქართველოში ახორციელებს PH International (პროგრამა ჰარმონია). ბანაკის სამივე ნაკადს ორგანიზება გაუკეთა სიქა-მ, რომელიც ამავდროულად ამ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის რეგიონში.
იხილეთ ვიდეო 1, ვიდეო 2.

No comments:

Post a Comment