Sunday, January 20, 2013

პროგრამა "Youth in Action"-ის ფარგლებში ტრენინგები მოლდოვაში

2012 წლის 8-18 ივნისს პროგრამა "Youth in Action"-ის ფარგლებში მოლდოვაში დანიური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სიქას სამი აქტიური მოხალისე: მარი სისვაძე, ლევან გორგაძე და ნინო წოწორია. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ 20-30 წლის ახალგაზრდები 6 ქვეყნიდან: მოლდოვა, რუმინეთი, საქართველო, ლიტვა, დანია, უკრაინა. ტრენინგ კურსის თემატიკა შეეხებოდა პროექტების წერას, YiA პროგრამას, ეფექტურ კომუნიკაციას, ფონდების მოძიებას, Networking-ს, ორგანიზაციის შექმნას და საბაზისო ელემენტებს, ასევე ინტერკულტურულღონისძიებებს. მონაწილეები ჩამოვიდნენ ახალი საპროექტო იდეებიტა და კონტაქტებით. 

No comments:

Post a Comment