Tuesday, January 22, 2013

საკონსულტაციო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებთან

30 ნოემბერს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ქვემო ქართლში პროგრამის კოორდინატორმა ორგანიზაციამ - სიქა ორგანიზება გაუკეთა კიდევ ერთ საკონსულტაციო შეხვედრას საკლუბო მუშაობასა და საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით, ამჯერად თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა 29 მოსწავლე და 3 პედაგოგი თეთრიწყაროს #1, #2 და ასურეთის საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გაცნობოდნენ საკლუბო მუშაობის სტრუქტურას, შესაძლებლობებს და სხვა კლუბების გამოცდილებას. ასევე მონაწილეებმა გაიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები.

No comments:

Post a Comment