Saturday, July 20, 2013

სამოქალაქო კლუბების წევრთა ინიციატივით რუსთავში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

13, 14, 15 ივლისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის ალიევის სახელობის პარკში  ჭადრაკის ჩემპიონატი მოეწყო.
ჩემპიონატის ორგანიზების ინიციატივა რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურმა წევრებმა გამოთქვეს, რომელთაც სურდათ ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ახალგაზრდობას შანაარსიანად გაეტარებინათ დრო. სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივას გამოეხმაურნენ სიქა-ს რუმინელი მოხალისეებიც.
მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე ქალაქის თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს და ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა აიღეს. შემდეგ ინფორმაცია გაავრცელეს და მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყეს.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 30-მდე ახალგაზრდამ, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო კლუბის წევრი და თემის წევრებიც.
ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდა. ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს კი მონაწილეობის სერთიფიკატი გადაეცათ. ჩემპიონატის მიმდინარეობა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
ფეტივალმა მოსახლეობის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობები კიდევ ჩატარდეს.
სამოქალაქო კლუბის წევრები კი მზად არიან დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სათემო  აქტივობები.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაციაPH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) დაფინანსებით. სიქა  წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment