Monday, May 25, 2015

სიქა-ს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ-კურსში

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "Titanic affairs", რომელიც 15-23 მაისს ჩატარდა უნგრეთში. ახალგაზრდები ევროპის 8 ქვეყნიდან (პორტუგალია, უნგრეთი, პოლონეთი, საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სერბეთი) ტრენინგ კურსის განმავლობაში გაეცვნენ ინტერკულტურული სწავლების საფუძვლებს. პროექტში საქართველოდან 4 ახალგაზრდა ჩაერთო.

სიქა-ს მოხალისეების საქველმოქმედო აქცია

25 მაისს სიქას გერმანელმა, პოლონელმა და ქართველმა მოხალისეებმა ორგანიზება გაუკეთეს საქველმოქმედო აქციას „დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“. სიქა-ს „ხელნაკეთი ნივთების კლუბი“-ს მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით და მოსახლეობის შემოწირულობებით (სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა) შეგროვდა დახმარება მოზარდებისათვის შეჭირვებული ოჯახებიდან.

Saturday, May 9, 2015

მოსწავლეების შეხვედრა ცხოველების უფლებების დამცველი ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" წევრთან



8 მაისს სიქას მოწვევით ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ცხოველების უფლებების დამცველი ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" წევრ ცირა ომიაძეს შეხვდნენ. შეხვედრა ბოლნისის სკოლა "დავითიანში" შედგა. მოწვეული სტუმარი ახალგაზრდებს ესაუბრა "მაწანწალა" ცხოველების პრობლემისა და მისი მოგვარების შესაძლებლობების შესახებ. 
შეხვედრის მეორე ნაწილი სიქას მიერ ცხოველთა უფლებების თემაზე სლოგანების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებას დაეთმო. კონკურსში გაიმარჯვა დიდი დმანისის, სავანეთისა და სკოლა "დავითიანის" მოსწავლეებმა, საუკეთესო სლოგანების ავტორებს საჩუქრად გადაეცათ ილუსტრირებული წიგნები. 
ღონისძიებები პროგრამა "მომავლის თაობა"-ს ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრები მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

4-7 მაისს სიქა-ს წარმომადგენლებმა საინფრმაციო შეხვედრები მოაწყვეს მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ვიზიტები შედგა ილმაზლოს, ქეშალოს, კირაჩმუღანლოს, თაქალოს, ყარათაკლიისა და ახალი სამგორის სკოლებში, სადაც მე-9 და მე-10 კლასელებს ისაუბრეს მიმდინარე და მომავალი კონკურსების, საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებული აქციების შესახებ.  
პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაციის „პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“ (PH International) მიერ. პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Monday, May 4, 2015

ვიდეო კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

1 მაისის ქ. ბოლნისის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სიქამ ვიდეო ფილმების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების თემაზე ვიდეო ფილმების კონკურსი სიქამ აპრილის თვეში გამოაცხადა პროგრამა "მომავლის თაობა"-ს სამიზნე სკოლების მოსწავლეებისათვის. რეგიონის ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებმა შექნეს მოკლე ვიდეო რგოლები ჯანსაღი ცხოვრების წესის, გარემოსდაცვისა და თემში არსებულ პრობლემებზე. საუკეთესოდ დასახელდა ბოლნისის სკოლის "დავითიანი" მოსწავლეების მიერ შექმნილი ფილმი ტუბრკულიოზის პრევენციის თემაზე. გამარჯვებულებს შორისაა ბოლნისის #2, სავანეთისა და მუხრანას მოსწავლეთა ნამუშევრები. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია.

კლუბი "როგორ გავხდე უფრო დასაქმებადი" დაიწყო

3 მაისს სიქაში ჩატარდა პირველი ტრენინგი კურსიდან "როგორ გავხდე უფრო დასაქმებადი". კურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების დასაქმების მაძიებლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გაღრმავებას, რაც მათ დაეხმარებათ გაზარდონ პროფესიული თვითრეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობები. ტრენინგ კურსი ასევე მოიცავს დასაქმებული პირებისათვის საინტერესო თემებს: სამსახურში პრიორიტეტების და სირთულებიის მართვა, მიზანზე ფოკუსირება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. ტრენინგ კურსის მოდული შექმნილია სიქას ამერიკელ მოხალისე ალ ჩანდლერთან ერთად, ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე. ტრენინგები სიქას ოფისში კვირაობით ჩატარდება.

Saturday, May 2, 2015

შეხვედრა წარმატებულ მარნეულელ ახალგაზრდებთან


29 აპრილს სიქას ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინტერესო ახალგაზრდული შეხვედრა გაიმართა. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან პროგრამა „მომავლის თაობა“-ში ჩართული სკოლების კაჩაგანის, ილმაზლოსა და დამიაგეორარხის სამოქალაქო კლუბების წევრები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და კლუბის მეურვეები მარნეულელ აქტიურ ახალგაზრდებს შაჰინ ახუნდოვსა და შურა კაბულოვს შეხვდნენ, რომლებიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მუშაობდნენ მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში „ჩვენები“. შაჰინმა და შურამ ახალბედა კლუბის წევრებს წარუდგინეს პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, გააცნეს კლუბის მიერ განხორციელებული რამდენიმე წარმატებული პროექტი, ესაუბრნენ, თუ რა გავლენა იქონია მათზე სამოქალაქო კლუბში აქტიურობამ, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება - თუ როგორ უნდა გააქტიურონ კლუბი, როგორ დაგეგმონ თემის საჭიროებების მოგვარებისათვის სათემო პროექტები.

სიქას ესტუმრა დილიჟანის საერთაშორისო საბაკალავრო სკოლის დელეგაცია


28 აპრილს სიქას ესტუმრა დილიჟანის საერთაშორისო საბაკალავრო სკოლის დელეგაცია, სკოლის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. საერთაშორისო საბაკალავრო სკოლის სტიპენდიანტების ინიციატივით ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მოეწყო დისკუსია გენედერულ თანასწორობასა და სექსუალურ უმცირესობათა საკითხებზე. ნაჩვენები და განხილული იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმები აღნიშნულ თემაზე. სტუდენტებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, ერთმანეთს გაუზიარეს მათ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს რეალობასა და არსებულ პრობლემებზე.
დილიჟანის საერთაშორისო საბაკალავრო სკოლის დელეგაცია დაინტერესდა სიქას აქტივობებით. სიქას ახალგაზრდულმა მუშაკებმა უცხოელ სტუმრებს გააცნეს სიქას საქმიანობა, მუშაობის სფერო, მიმდინარე პროექტები. სტუმრები დაინტერესდნენ სიქას მოღვაწეობით, დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.