Saturday, January 23, 2016

პროგრამა "მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძება ბოლნისში


22 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიება", შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა 2015 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ქვემო ქართლში მიღწეული შედეგები. სამიზნე სკოლების მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები. დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკოლები,მოსწავლეები და მასწავლებლები.
ღონისძიებას დაესწრნენ პროგრამის სამიზნე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, ბოლნისის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რესურსცენტრის წარმომადგენლები. ფოტო

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში,  მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიულ ზრდას. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment