25 მარტს სიქას ორგანიზებით მოეწყო მულტიკულტურული სპორტული აქტივობა - ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების შაუმიანის და ქვემო სარალის საჯარო სკოლების საფეხბურთო გუნდებს შორის. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ერთმანეთს ქვემო სარალის საფეხბურთო სტადიონზე შეხვდნენ. აქტივობა მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. მონაწილეებს გადაეცათ პროგრამის მაისურები და კალენდრები.
საფეხბურთო მატჩს დაესწრო შაუმიანის და ქვემო სარალის თემის წევრები. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ახალგაზრდების დაახლოებას.SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Monday, March 28, 2016
სიქა-ს მოხალისეთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენაში
სიქას მოხალისეთა გუნდმა 26 მარტს პარტნიორ ორგანიზაციების "EMT -განათლებისა და მართვის გუნდი"და "CISV Georgia"-სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენაში, რომელიც "ჰელპინგ ჰენდ"-ის ორგანიზებით სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა.
მოხალისეებმა გამოფენაზე მოსულ საზოგადოებას გააცნეს ორგანიზაციების მიმდინარე აქტივობები და მოხალისედ მუშაობის შესაძლებლობები.
Tuesday, March 22, 2016
კულტურული ღონისძიება ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების მონაწილეობით
22 მარტს სიქას ორგანიზებით, კირაჩმუღანლოსა და თელეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ერთობლივი ინიციატივით, პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში საინტერესო ინტერკულტურული შეხვედრა გაიმართა.
21 მარტს მუსლიმური სამყარო, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა აღნიშნავს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, რომლის შესახებაც ბევრ ქართველს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს. კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა გამოთქვა სურვილი ბაირამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა ქართველი თანატოლებისათვის. ჩანაფიქრის განსახორციელებლად კირაჩმუღანლოელი მოსწავლეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის ქართულ სკოლას ეწვივნენ. აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ქართველ თანატოლებს გააცნეს ბაირამობის დღესასწაული, მასთან დაკავშირებული ტრადიცია და წეს-ჩვეულებები. სტუმრებმა მასპინძლებს სპეციალურად ნოვრუზ ბაირამისთვის დამახასიათებელი, საკუთარი ხელით დამზადებული ტკბილეულის და ნამცხვრების დაგემოვნების საშუალებაც მისცეს.
თავის მხრივ, თელეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სტუმრებს გააცნეს მათი კუთხისათვის დამახასიათებელი სახალხო დღესასწაული “თელეთობა”. მასპინძლებმა აზერბაიჯანელ თანატოლებს გააცნეს ამ დღისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებები ინტეგრაციის კარგი საშუალებაა, რაც მათ ძალიან სჭირდებათ, ქართველი ბავშვები კი ეცნობიან განსხვავებულ კულტურას, რომელიც მათ ქვეყანაში, მათ რეგიონში, მათ გვერდით არსებობს.
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა, სტუმრებმა და მასპინძლებმა ბაირამობისთვის დამზადებული ტკბილეული დააგემოვნეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც იუსაუბრეს. დაიგეგმა თელეთის სამოქალაქო კლუბის წევრების საპასუხო ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოში, სადაც კლუბის წევრები აზერბაიჯანელ, საზღვრისპირა სოფლის მოსწავლეებს ქართულ ტრადიციებს გააცნობენWednesday, March 16, 2016
ვიზიტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქას ინიციატივით, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ესტუმრნენ.
მოსწავლეებს განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი შეხვდა და ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა ბიომრავალფეროვნებასა და დაცული ტერიტორიების შესახებ.
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილება გააზიარეს, რა პროექტებს და აქტივობებს ახორციელებენ გარემოს დაცვის კუთხით.
ნატო სულთანიშვილმა მოსწავლეებთან ერთად, განიხილა რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება, რა მდგომარეობაა საქართველოში დაცული ტერიტორიების კუთხით, რა კატეგორიები არსებობს და როგორ ხდება ამ კატეგორიების მინიჭება. რა დანიშნულება აქვს დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით.
მოსწავლეები აქტიურად ჩერთვნენ დისკუსიაში და შეხვედრის დასასრულს გარემოსდაცვით საკითხებზე საკლასო პროექტების განსახორციელებლად კონკრეტული რჩევებიც მიიღეს.
შეხვედრას სკოლა „დავითიანის“, ბოლნისის #2, ბოგვისა და ერტისის საჯარო სკოლების 17 მოსწავლე და 4 მასწავლებელი დაესწრო.
Thursday, March 10, 2016
შეხვედრა წარმატებულ აზერბაიჯანელ ქალებთან
9 მარტს სიქას ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა წარმატებულ აზერბაიჯანელ ქალებთან: მარნეულის დემოკრატიული ცენტრის თანამშრომელთან - ნილუფერ კურბანოვასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრ თურაჯ იბრაგიმოვასთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბების წევრი აქტიური გოგონები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ყულარის, ქვემო სარალის, თაქალოს, კირაჩმუღანლოს, კაჩაგანის #1 და კაჩაგანის # 2 საჯარო სკოლებიდან.
სტუმრებმა ისაუბრეს ქალის როლზე საზოგადოებაში, გაუზიარეს მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება, გაიხსენეს ცნობილი ქალები საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან, ისაუბრეს განათლების მიღების, კარიერის აწყობის მნიშვნელობაზე.
სტუმრებმა ისაუბრეს ქალის როლზე საზოგადოებაში, გაუზიარეს მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება, გაიხსენეს ცნობილი ქალები საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან, ისაუბრეს განათლების მიღების, კარიერის აწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მონაწილე გოგონებმა გუნდებში მუშაობის შემდეგ წარმოადგინეს პრეზენტაციები, რას ნიშნავს იყო ქალი, რა სირთულეების წინაშე დგას დღესდღეობით მათ თემში ქალი, რა არის ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე ისაუბრეს მათ მომავალ გეგმებზე, სავარაუდო პროფესიებზე, რომლის არჩევაც სურთ და გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები.
შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე ჩატარდა. ჩართულობის დონე ძალიან მაღალი იყო, გოგონები სტუმრებს მრავალ შეკითხვას უსვამდნენ და საკუთარ აზრებსაც თამამად, აქტიურად გამოხატავდნენ. შეხვედრა გოგონებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.
შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე ჩატარდა. ჩართულობის დონე ძალიან მაღალი იყო, გოგონები სტუმრებს მრავალ შეკითხვას უსვამდნენ და საკუთარ აზრებსაც თამამად, აქტიურად გამოხატავდნენ. შეხვედრა გოგონებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.
სიქას გუნდის სახელით მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს თანამშრომლობისთვის. ფოტოალბომი
Tuesday, March 8, 2016
სამოქალაქო კლუბების ფორუმი მარნეულში
4 მარტს სიქას ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამეგობის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სამოქალაქო კლუბების ფორუმი.
ღონისძიების ფარგლებში პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლში წარადგინა პროგრამის მუშაობის განმავლობაში მიღწეული შედეგები. სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებმა აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებულ სამოქალაქო აქტივობები გააცნეს.
გაიმართა ბულინგის თემაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებულები.
Thursday, March 3, 2016
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი იყალთოში
26 თებერვლიდან 1 მარტამდე პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში იყალთოში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების 22-მა პედაგოგმა და 11 რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. სიქა წარმოადგენდა პროგრამა "მომავლის თაობა"-ს ქვემო ქართლის რეგიონში, ბანაკში მონაწილეობდნენ კაჩაგანის #1 (მარნეულის მუნიციპალიტეტი) და ჯავშანიანის (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ბანაკის განმავლობაში პედაგოგებს ჩუტარდათ ტრენინგები გაკვეთილის დაგეგმვასა და სამოქალაქო კლუბებთან მუშაობის თემაზე.
პროგრამას "მომავლის თაობა" USAID-ის დაფინანსებით საქართველოში ახორციელებს PH International. ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამას კურირებს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ქვემო ქართლის რეგიონიდან პროგრამაში ჩართულია 55 სკოლა.
Subscribe to:
Posts (Atom)