Thursday, March 3, 2016

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი იყალთოში


26 თებერვლიდან 1 მარტამდე პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში იყალთოში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების 22-მა პედაგოგმა და 11 რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. სიქა წარმოადგენდა პროგრამა "მომავლის თაობა"-ს ქვემო ქართლის რეგიონში, ბანაკში მონაწილეობდნენ კაჩაგანის #1 (მარნეულის მუნიციპალიტეტი) და ჯავშანიანის (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ბანაკის განმავლობაში პედაგოგებს ჩუტარდათ ტრენინგები გაკვეთილის დაგეგმვასა და სამოქალაქო კლუბებთან მუშაობის თემაზე. 
პროგრამას "მომავლის თაობა" USAID-ის დაფინანსებით საქართველოში ახორციელებს PH International. ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამას კურირებს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ქვემო ქართლის რეგიონიდან პროგრამაში ჩართულია 55 სკოლა.

No comments:

Post a Comment