Wednesday, March 16, 2016

ვიზიტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქას ინიციატივით, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ესტუმრნენ.
მოსწავლეებს განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი შეხვდა და ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა ბიომრავალფეროვნებასა და დაცული ტერიტორიების შესახებ.
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა  საკუთარი გამოცდილება გააზიარეს, რა პროექტებს და აქტივობებს ახორციელებენ  გარემოს დაცვის კუთხით.
ნატო სულთანიშვილმა მოსწავლეებთან ერთად, განიხილა რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება, რა მდგომარეობაა საქართველოში დაცული ტერიტორიების კუთხით, რა კატეგორიები არსებობს და როგორ ხდება ამ კატეგორიების მინიჭება. რა დანიშნულება აქვს დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით.
მოსწავლეები აქტიურად ჩერთვნენ დისკუსიაში და შეხვედრის დასასრულს გარემოსდაცვით საკითხებზე საკლასო პროექტების განსახორციელებლად კონკრეტული რჩევებიც მიიღეს.
შეხვედრას სკოლა „დავითიანის“, ბოლნისის #2, ბოგვისა და ერტისის საჯარო სკოლების 17 მოსწავლე და 4 მასწავლებელი დაესწრო. 

No comments:

Post a Comment