29 ოქტომბერს კიევში საერთაშორისო პროექტის "მეტი შეგიძლია! ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში" ფარგლებში მოეწყო უკრაინის ახალგაზრდული ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში უკრაინაში ორგანიზებული ახალგაზრდული მონაწილეობითი პროექტების მიმდინარეობა და შედეგები, მოეწყო ვიდეო კონკურსის ნამუშევრების პრეზენტაციები, სხვადასხვა ვორკშოპები, ახალგაზრდების შეხვედრა კიევის მერთან და ცნობილ მუსიკოსებთან. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პროექტის პარტნიორები გერმანიიდან, საქართველოდან და რუსეთიდან. სიქა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ უკრაინის სამოქალაქო განათლების ექსპერტებს, განათლების მუშაკებსა და სკოლების ადმინისტრაცის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები, შეაფასა პროექტის გავლენა საქართველოს ახალგაზრდობის დამოკიდებულებაზე საარჩევნო პროცესისადმი, დადებით გავლენა მოახდინა ახალგაზრდობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. მსმენელებმა მოიწონეს ახალგაზრდული არჩევნების იმპლემენტირების ქართული გამოცდილება. ფორუმის შემდეგ პარტნიორმა ორგანიზაციებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
No comments:
Post a Comment