28 ოქტომბერს სიქას აღმასრულებელი დირექტრი და პროგრამის "მეტი შეგვიძლია" კოორდინატორი საქართველოში ინგა პაიჭაძე მიწვეული იყო პროექტის ფარგლებში კიევში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე. ფორუმზე შეაჯამეს პროექტის მიმდინარეობა უკრაინაში, ახალგაზრდული აქტივობები და ინიციატივები. პროექტი „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ საქართველოში ხორციელდება 2016 წლიდან გერმანიაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან "DRA“ www.austausch.org პარტნიორობით და დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს; ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მიერ.
No comments:
Post a Comment