Monday, December 23, 2019

ტრენინგი "აქტიური მოქალაქეობა"


21 დეკემბერს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი "აქტიური მოქალაქეობა". ტრენინგს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ექსპერტი ცირა თავშავაძე. ტრენინგზე განიხილეს რა არის აქტიური მოქალაქეობა, რა ბარიერები აქვს მას. მოსწავლეებმა გადაწყვეტილების მიღებაზე იმუშავეს როგორც ინდივიდულაურად, ისე ჯგუფებში, განიხილეს გადაწყვეტილებათა მიღების ფაქტორი და მისი შედეგები. ტრენინგი იყო ინტერაქტიული, ყოველი აქტივობის შემდეგ იყო რეფლექსია, სადაც მოსწავლეები აანალიზებდნენ, რა ფაქტორებმა იქონია გავლენა სავარჯიშოების მიმდინარეობაზე, აკეთებდნენდასკვნებს და შეიმუშავებდნენ რეკომენდაციებს.
ტრენინგში მონაწილეობდნენ წალკის #2, სოფელ სამების, განთიადისა და დარაქოვის საჯარო სკოლების მოსწავლები. ფოტოალბომი

საინფორმაციო ვიზიტი ბერლინში პროექტის "მეტი შეგვიძლია" ფარგლებში

16-20 დეკემბერს სიქას ორგანიზებით სამოქალაქო განათლების მულტიპლაერებმა საქართველოდან მონაწილეობა მიიღეს ბერლინში ორგანიზებულ სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტში. ვიზიტი პროექტის "მეტი შეგვიძლია" ფარგლებში განხორციელდა, რომლის მესამე ეტაპი საქართველოში სიქას კოორდინირებით 2019-2020 წლებში ხორციელდება. სამოქალაქო განათლების სპეციალისტები საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნიდან (უკრაინა და რუსეთი) ეწვივნენ ბერლინის ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლების აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდების მონაწილეობითი აქტივობების სფეროში, გაეცვნენ მათ მუშაობის მეთოდებსა და გამოცდილებას.

საახალწლო ზეიმი სიქაში

20 დეკემბერს სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოაწყვეს. შეხვედრა დატვირთული იყო სახალისო თამაშებით, მათ შორის "საიდუმლო სანტა". ბავშვებმა მხიარულად გაატარეს დრო და ერთმანეთიც დაასაჩუქრეს.

Sunday, December 22, 2019

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებთან

28 ნოემბერს სიქას ორგანიზებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის #1 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მოეწყო . პროგრამის სამიზნე აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებს მარი გვიდიანს და მურად გუსეინოვს. მარნეულის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის (მარნეულის #1, აზიზკენდის, ალგეთის #2, ბაიდარის, კურტლარის, დიდი მუღანლოს, კირიხლოს, კასუმლოს ხულდარას და ყიზილაჯლოს #1) სამოქალაქო კლუბების წევრები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები შეუერთდნენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. მოისმინეს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაცია გენდერული ძალადობისა და ნაადრევი ქორწინებების სტატისტიკის, მათზე რეაგირებისა და პრევენციის შესახებ. განიხილეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან მიმართებაში.
კონკრეტული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ახალგაზრდებმა უკეთ გაიაზრეს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგები. ახალგაზრდებს გაუჩნდათ სურვილი მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მოეწყოს მათ თემში, თემის უფროსი წევრებისათვის, რაც ხელს შეუწყობს გენდერული ძალადობისა და ნაადრევი ქორწინებების რაოდენობის შემცირებას.