28 ნოემბერს სიქას ორგანიზებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის #1 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მოეწყო . პროგრამის სამიზნე აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებს მარი გვიდიანს და მურად გუსეინოვს. მარნეულის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის (მარნეულის #1, აზიზკენდის, ალგეთის #2, ბაიდარის, კურტლარის, დიდი მუღანლოს, კირიხლოს, კასუმლოს ხულდარას და ყიზილაჯლოს #1) სამოქალაქო კლუბების წევრები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები შეუერთდნენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. მოისმინეს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაცია გენდერული ძალადობისა და ნაადრევი ქორწინებების სტატისტიკის, მათზე რეაგირებისა და პრევენციის შესახებ. განიხილეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან მიმართებაში.
კონკრეტული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ახალგაზრდებმა უკეთ გაიაზრეს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგები. ახალგაზრდებს გაუჩნდათ სურვილი მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მოეწყოს მათ თემში, თემის უფროსი წევრებისათვის, რაც ხელს შეუწყობს გენდერული ძალადობისა და ნაადრევი ქორწინებების რაოდენობის შემცირებას.
No comments:
Post a Comment