25 ნოემბერს სიქას ორგანიზებით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, პროგრამა "მომავლის თაობა"-ს სამიზნე სკოლის მოსწავლეები სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელს მარი გვიდიანს შეხვდნენ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქვემო ქართლის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის (მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარისის, წერეთლის, საიმერლოსა და ხიხანის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლები): სამოქალაქო კლუბის წევრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მრავალი კითხვა დაუსვეს ოჯახში ძალადობის, ნადრევი ქორწინებისა და
სექსუალური ძალადობის შესახებ. მარი გვიდიანმა ახალგაზრდებს გააცნო ძალადობის ფორმების სახეობები და დეფინიცია, მათი პრევენციისა და რეაგირების ფორმები. მოსწავლეებს გაუზიარა სტატისტიკური მონაცემები ძალადობის ფაქტების შესახებ. მოსწავლეები სემინარის შემდეგ საკუთარ სკოლებში ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
შეხვედრა გაშუქდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე, მარნეულის რადიოს საიტზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, მარნეულის რადიოს ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე
No comments:
Post a Comment