20 ნოემბერს მარნეულში
სიქას ორგანიზებით პროგრამა „მომავლის თაობის“ აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის
რვა საჯარო სკოლის (მარნეულის #1, კასუმლოს, ალგეთის #2, აზიზქენდის, წერეთლის, თამარისის
#1, ხიხანის და საიმერლოს )სამოქალაქო კლუბების წევრები შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერს ბ-ნ ზაურ დარგალს, მერის მოადგილეს ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევს და მარნეულის
მუნიპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროს სპეციალისტს მარიამ ტყეშელაშვილს.
ახალგაზრდებმა ისაუბრეს
თემისა და ახალგაზრდობის აქტუალურ პრობლემებზე,
მათ გადაჭრის გზებზე. მუნიციპალიტის მერმა და სამსახურების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს
გააცნეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. ბ-ნმა
ზაურ დარგალმა აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად ხვდებიან ადგილებზე თემის წარმომადგენლებს,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ თემის უფროსი ასაკის წარმომადგენლების მიერ დანახული პრობლემები
განსხვავდება ახალგაზრდებისათვის პრიორიტეტული საკითხებისაგან, ამიტომ საჭიროა ახლაგაზრდებთან
პირისპირ შეხვედრა და საუბრები. ბ-ნმა ზაურმა ახალგაზრდებს გაუზიარა საკუთარი სამოქალაქო
აქტიურობის გამოცდილება მოზარდობის ასაკიდან, აღნიშნა სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობა
ახალგაზრდების თვითრეალიზაციის გზაზე. სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია
მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ, გაეცვნენ სხვადასხვა აქტივობებში
აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებისათვის სიქას ფინანსური დახმარება გაუწია
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა კავშირმა.
მედია გაშუქება
მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერიის ოფიციალური საიტი:
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკის
გვერდი:
https://www.facebook.com/pg/marneuli.gov.ge/photos/?tab=album&album_id=2440980589498256
No comments:
Post a Comment