SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Tuesday, February 25, 2020
ტრენინგი "ბავშვთა და ახალგაზრდების მონაწილეობითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება"
22-23 თებერვალს სიქას ორგანიზებით ქ. ბათუმში ჩატარდა ტრენინგი "ბავშვთა და ახალგაზრდების მონაწილეობითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება". ეს ტრენინგების ციკლის მეორე ეტაპია პროექტის "მეტი შეგვიძლია! ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში", რომელსაც სიქა ახორციელებს საქართველოში, გერმანულ ორგანიზაცია DRA-სთან პარტნიორობით. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ნათია ნამიჭეიშვილი, ესწრებოდნენ პროექტში ჩართული ახალგაზრდული მუშაკები აჭარისა და იმერეთის რეგიონიდან, სულ 22 მონაწილე, რომლებიც ადგილებზე ახალგაზრდებთან ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ ახალგაზრდულ მონაწილეობით პროექტებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment