კლუბები

"English for kids"

კლუბის მიზანი: ინგლისური ენაზე საუბრის უნარის განვითარება. სიქას ევროპელი მოხალისეები მხიარული თამაშებით პირველკლასელებს შეასწავლიან ინგლისურ ენას. ხანგრძლივობა 30 წუთი, დასწრება-უფასო. 

რობოტიკისა და პროგრამირების შემსწავლელ კურსები

მოსწავლეები შეისწავლიან რობოტიკას და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასაკზე მორგებული პროგრამებით ბავშვებს იოლად გამოუმუშავედებათ პროგრამირებისა და ალგორითმიზების ჩვევები, დაეხმარებათ მათ თამაშით, სახალისოდ აითვისონ საინფორმაციო ტექნოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ენის ძირითადი პრინციპები. საშუალება ექნებათ, რობოტიკის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ისწავლონ და შექმნან კრეატიული და ინოვაციური პროექტები.

https://www.facebook.com/რობოლაბი-სიქას-რობოტიკისა-და-ტექნოლოგიების-სასწავლო-ცენტრი


გერმანული ენის წრე 

კლუბის მიზანი:  გერმანულ ენაზე კომუნიკაციის უნარის დახვეწა. შეხვედრებს გაუძღვებიან სიქა-ს გერმანელი მოხალისეები. მონაწილეთა მიღების წინაპირობაა გერმანული ენის საბაზისო დონეზე ფლობა. ასაკი შეუზღუდავია. ხანგრძლივობა 30 წუთი, დასწრება - უფასო.

„ხელნაკეთი ნივთების კლუბი“ –“Handicraft club”
კლუბის მიზანი: მოზარდებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითობისა და ხელსაქმის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
საკლუბო შეხვედრებისას მონაწილეები დაეუფლებიან ფერადი ქაღალდებითა და სხვადასხვა რესურსებით დეკორაციების შექმნის ხელოვნებას.
ევროპელ მოხალისეებთან კომუნიკაციით კლუბის წევრები აიმაღლებენ ინგლისური ენის ფლობის დონეს. ხანგრძლივობა 45 წუთი, დასწრება - უფასო.



- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - -

პროგრამა სიქას მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის

მრავალპროფილიანი პროგრამა სიქა და EMT-სგან მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის
ასაკობრივ ჯგუფებში:
9-დან 11- წლამდე, შაბათს 10:00 - 12:30 სთ.
12-დან 14 წლამდე შაბათს 13:00-15:30
15-დან 17 -წლამდე, შაბათს, 16:00 - 18:30 სთ.
პროგრამის ხანგრძლივობა 2019 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულებაა: 49 ლარი თვეში.
საკონტაქტო მობილური
599 556234 პავლე
557 008757 მარიამი
პროგრამა მოიცავს:
* დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობა;
* ფინანსებისა და დროის მართვა;
* თემატური საკითხების შესწავლა, გაანალიზება, დასკვნების გაკეთება და საზოგადოების წინაშე წარდგენა;
* კომუნიკაციისა და მასალების დამუშავებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება;
* გარე აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
* რისკების და შესაძლებლობების ანალიზი;
* საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარების განვითარება;
* ბევრი ინტელექტუალური და გასართობი სამაგიდო ან სივრცითი თამაში. თამაშების დროს უნარების განვითარება.
ბმული რეგისტრაციისთვის
http://webanketa.com/forms/68vk6c1r70qp2cb270tp6d1s/

როგორ გავხდე უფრო დასაქმებადი

ტრენინგ-კურსი კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული ადამიანებისათვის.
კურსის მიზანია დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს გაიზარდონ პროფესიული თვითრეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
ტრენინგებისა და ვორკშოპების განმავლობაში მონაწილეები ძირეულად გაეცნობიან შემდეგ თემებს :
• მიზანზე ფოკუსირება, მომავლის ვიზუალიზაცია;
• CV წერისა და სამსახურეობრივი გასაუბრების ძირითად ტენდეციები;
• სამუშაოს პოვნა და შენარჩუნება;
• პრიორიტეტების მართვა სამსახურში;
• ტიპიური სირთულეების მართვა სამსახურში;

ტრენინგ - კურსი მოიცავს 4 შეხვედრას, კვირაში ერთხელ. კურსს გაუძღვება სიქა-ს ამერიკელი მოხალისე ალან ჩანდლერი და ტრენერი ინგა პაიჭაძე.
კურსის ღირებულება 35 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.


კლუბი „Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ”
კლუბის მიზანი: მოზარდებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითობისა და ხელსაქმის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
საკლუბო შეხვედრებისას მონაწილეები დაეუფლებიან ფერადი ქაღალდებითა და სხვადასხვა რესურსებით დეკორაციების შექმნის ხელოვნებას.
ევროპელ მოხალისეებთან კომუნიკაციით კლუბის წევრები აიმაღლებენ ინგლისური ენის ფლობის დონეს. 
კლუბის წევრების მიერ შექმნილი ნამუშევრების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა რუსთავის მოხუცებულთა სახლს, ოჯახური ტიპის სახლებს, საბავშო ბაღებს ან სხვა დაწესებულებებს.

კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს მიუხედავად ასაკისა.

"ENO - კლუბი"
”ENO _ კლუბი“, 12-16 ასაკის მოზარდებისთვის.
ENO – Environment online (გარემო რეალურ დროში) ვირტუალური სკოლა და ქსელია, სადაც გაწევრიანებულია 10 000მდე სკოლა მსოფლიოს 152 ქვეყნიდან. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ლოკალურ და გლობალურ აქტივობებს.
კლუბში მუშაობის დროს ახალგაზრდები აიმაღლებენ ცნობიერებას თემსა და თემის გარეთ არსებული გარემოს შესახებ. შეხვედრები არაფორმალური განათლების მეთოდით წარიმართება ეკოლოგიური პრობლემების შესწავლის და მათი მოგვარების გზების გამოსავლენად. კლუბის მონაწილეები შეასრულებენ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა დავალებებს. ჩაატარებენ კვლევებსა და აქტივობებს.

"მე მომავალი ჟურნალისტი"
კლუბი განკუთვნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის.
კლუბის მუშაობის ძირითადი თემები:
  • ჟურნალისტიკის არსი და დანიშნულება
  • მედიასაშუალებები: ტელევიზია, პრესა, რადიო, ინტერნეტი
  • სიახლის(News), ინტერვიუს, სტატიისა და პრეს რელიზის წერა.
  • თოქშოუ
  • PR(საზოგადოებასთან ურთიერთობა)
კლუბის მუშაობისას გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები:
  • პრეზენტაციები
  • ინტერაქტიული სავარჯიშოები
  • პრაქტიკული დავალებები
  • როლური თამაშები
კლუბის პარტნიორია ქვემო ქართლის ტელეკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის აქტიური წევრები მოკლევადიან სტაჟირებას გაივლიან ტელევიზიაში.
კლუბის მიმდინარეობისას გამოიცემა გაზეთი. კლუბის ხანგრძლივობა - 2 თვე.
კლუბის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.


"უნარები პროფესიული წარმატებისთვის"
17დან 25წლამდე ლიდერობით და დებატებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კლუბი "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" გთავაზობთ სამთვიან ტრენინგ კურსს, რომელიც მოიცავს:
• დებატების ხელოვნებას, ბრიტანული საპარალამენტო ფორმატით (კამათის უნარ-ჩვევები, აქტიური მოსმენა, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, წერის კულტურა) • ახალგაზრდა ლიდერების დებატების პროგრამაში მონაწილეობას • ანალიტიკურ აზროვნებას, ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას • კონფლიქტების მართვას; CV წერასა და ინტერვიურებას. • შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას • ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას; მოხალისეობრივი სერვისების გაცნობას (EVS პროგრამა) • ეფექტური გამოსვლასა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს

კლუბის მიზანია: დაეხმაროს ახალგაზრდებს შეიძინონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი და გახდნენ მეტად თავდაჯერებულები; მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უკეთ მოახერხონ გარემოსთან ადაპტირება და გაეზარდოთ თვითრეალიზებისა და დასაქმების შანსები. დაეუფლებიან ბრიტანული ფორმატის დებატს, რომელიც წარმოადგენს ფორმალური დებატების ერთ-ერთ სახეს და ის გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძირითადად გამოიყენება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

კლუბის აქტიურ წევრებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ პროგრამა “ახალგაზრდობა მოქმედებაში” ფარგლებში განხორციელებულ “ევროპის მოხალისეობრივი სერვისისა” – EVS და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში, საერთაშორისო ბანაკებსა და ტრენინგ კურსებში.


"მოსწავლეთა დებატ-კლუბი"
დებატ კლუბი სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეთათვის!
კლუბის პროგრამა: • დებატების ხელოვნება (კამათის უნარ-ჩვევები, აქტიური მოსმენა, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, წერის კულტურა) • კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება დებატებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, დამუშავებაში და გამოყენებაში. სამუშაო პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: • დებატების ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ტურნირებში მონაწილეობა; • ქალაქგარეთ ლაშქრობებში და ექსკურსიებში მონაწილეობა; ეროვნულ და საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობის საშუალება; კლუბის მუშაობის მეთოდოლოგია: • როლური და სიტუაციური თამაშები; • კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება; • ჯგუფური სავარჯიშოები; • პრაქტიკული დავალებები; • პრეზენტაცია; • დისკუსია.

რა არის დებატები? დებატები, როგორც დემოკრატიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი სათავეს ძველი საბერძნეთიდან იღებს. დებატების კულტურა თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში დღესაც გრძელდება, მას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში – პარლამენტში, საკანონმდებლო ასამბლეაში, სალექციო დარბაზებში, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე და სხვა. დებატები ინტელექტუალური თამაშია, სადაც ოპონენტი გუნდები კამათობენ ერთი დასმული საკითხის ირგვლივ. • დებატები ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და კამათის შემეცნებითი ფორმაა, სადაც მოწინააღმდეგის ყველანაირი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე პატივისცემას იმსახურებს. • დებატების არსია, შეასწავლოს ახალგაზრდებს განსხვავებული კუთხით მიუდგნენ წინააღმდეგობრივ საკითხებს და კრიტიკული თვალით შეხედონ მათ წინაშე მდგომ ყოველ ამოცანას. • დებატების ტექნიკა შემეცნების პროცესს უფრო ხალისიანსა და უშუალოს ხდის. ამავე დროს ახალგაზრდები სწავლობენ საკუთარი აზრის მკაფიოდ, თამამად და არგუმენტირებულად გამოხატვას.
კლუბის კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატებს.


"სიქა-მოგზაური"
სიქამოგზაური მოგზაურთა კლუბია, რომელსაც  ორგანიზაციის „სიქა მოხალისები მართავენ და ემსახურება დამოუკიდებლად მოგზაურობის  კლუტურის პოპულარიზაციას ახალგაზრდებს შორის. კლუბის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციასა და გამოცდილებას მოგზაურობის შესახებ. თუ თქვენ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი ამ ამაღელვებელი სფეროს შესახებ, თუ თქვენ გეგმავთ დამოუკიდებლად წამოიწყოთ დაუვიწყარი ტური ,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, მაშინ ეს კლუბი სწორედ თქვენთვისაა..


კლუბი გთავაზობთ:
სიქას მოხალისები წარმოადგენენ იმ ქვეყნების პრეზენტაციებს, რომლებშიც უკვე ყოფილან. მათი თვალით დანახული მრავალი ქვეყანა.
გაიგებთ უფრო მეტს, თუ რას ფიქრობენ უცხოელი მოხალისეები საქართველოზე ისევე როგორც საკუთარ სამშობლოზე.
შეიტყობთ იმ სპეციფიურ ინფორმაციას რაც ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს, ვინც საზღვარგარეთ გეგმავს მოგზაურობას.
განივითარებთ სპეციფიურ უნარებს, რათა მარტივად დაგეგმოთ და განახორციელოთ მცირე ტურები ინტერნეტტექნოლოგიბის მეშვეობით.
ხელახლა აღმოაჩენთ მშობლიურ საქართველოს.
საშუალება გექნებათ ჩაერთოთ 1 ან 2 დღიან შიდა ტურებში,რომელიც დატვირთული იქნება საბანაკე აქტივობებით.
შეიტყობთ , იმ საჭირო ინფორმაციას რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მთაში, კლდეებში , და ნაკრძალებში ხელტიალისას.
კლუბის გვერდის მეშვეობით მუდმივი მიწოდების რეჯიმში მოახერხებთ გაცვალოთ სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციa კლუბის წევრებს შორის
მოეწყობა კინოჩვენებები სხვადასხვა ქვეყნების და საინტერესო ადგილების შესახებ.

P.S.კლუბი არ არის კომერციული ორგანიზაცია!!!!

3 comments:

  1. rogor gavwevriande debat klubshi?

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა მარი, თვალი ადევნეთ სიქას ფეისბუკის გვერდს https://www.facebook.com/SIQA.Main, სადაც პერიოდულად თავსდება ინფორმაცია სიქას კლუბების სეზონების გახსნის შესახებ.
      დებატ კლუბში მიღება იწყება, მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია https://docs.google.com/forms/d/1aMIDdRvmniO6HBD32PrMXhZlWiHwYVcT2JmjWi_fMcI/viewform

      Delete
  2. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete