Saturday, March 29, 2014

სამოქალაქო კლუბების ვიზიტი 112-ის საინფორმაციო სამსახურის ოფისში

ფოტო მოგვაწოდა შსს სსიპ - „112"- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა
27 მარტს, სიქა-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების 35 წევრი ესტუმრა 112-ის საინფორმაციო სამსახურს, სადაც ვიზიტორები გაეცნენ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას. სამსახურის თანამშრომელმა ძალიან საინტერესო გიდობა გაუწია ჯგუფს. გარდა სამსახურის მუშაობის გაცნობისა, მონაწილეებს ესაუბრა თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა უბედური შემთხვევისას.  მაგ: როგორ მოიქცნენ როცა შენიშნავენ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევას, ჩაეკეტებათ კარები და ა.შ
ვიზიტორებმა ასევე ინფორმაცია მიირეს შსს ანტინარკოტიკული კამპანიის "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება"  შესახებ, რომლის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირება.
მონაწილეებმა ძალიან დადებითად შეაფასეს ვიზიტი და აღნიშნეს, რომ არ ელოდნენ 112-ის მუშაობის ამ დონის პროფესიონალიზმს. მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ თავს გრძნობენ მეტად დაცულად, რისთვისაც სიქა-ს გუნდს დიდი მადლობა გადაუხადეს მსგავსი ვიზიტების ორგანიზებისთვის.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: მარნეულის #3, #5, #6 , კოდის საჯარო და რუსთავის #4, #11, #12, #17 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. იხ.ფოტოები

No comments:

Post a Comment