Monday, March 10, 2014

სიქა-ში ფუნქციონირებას იწყებს ახალი ინგლისურენოვანი კლუბი „კომიქსების კლუბი“"


13 მარტს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციაში კიდევ ერთი ინგლისურენოვანი კლუბი „კომიქსების კლუბი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. 
კლუბის მიზანია: ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენება, სმენისა და ლაპარაკის უნარების განვითარება, ინგლისურ ენოვანი კომიქსების პოპულარიზაცია.
ახალგაზრდები შეისწავლიან კომიკოსებს სხვადასხვა პოპულარული კომპანიებისგან. როგორიცაა „მარველი“ (Marvel) “DC” “Image” “Dark Horse” “Independent Publication”.
მონაწილეები გამართავენ დისკუსიას ინგლისურად ამა-თუ იმ კომიქსზე. ასევე მათ ექნებათ საშუალება თვითონვე შექმნან კომიქსები მათივე იდეებითა და სცენარით
კლუბში სამუშაო ენა იქნება ინგლისური. გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს ასაკით 12 წლიდან. კლუბში დასწრება თავისუფალია.
„კომიქსების კლუბი“ გაიმართება ყოველ ხუთშაბათს 17:00 საათზე სიქა-ს ძველ ოფისში. მისამართი მეგობრობის გამზირი 12/56 რუსთავი. ტელეფონი: 341 223 133

No comments:

Post a Comment