Tuesday, March 11, 2014

სიქა-ს ახალგაზრდული კლუბის კურსდამთავრებული ლიტვაში მოხალისებრივ საქმიანობას შეუდგა

სიქა-ს ახალგაზრდული კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, ანა ჩიკვილაძემ ლიტვაში ქ. ვიევისში ევს (EVS - European Volunteer Service) პროგრამის ფარგლებში აქტიური მოხალისეობრივი საქმიანობა დაიწყო. 10 თვის განმავლობაში ანა ვიევისის კულტურულ ცენტრში იმუშავებს ადგილობრივ ახალგაზრდებთან, გაიღრმავებს კულტურული გამომსახველობის კომპეტენციებს, აიმაღლებს გერმანული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნას, შეისწავლის ლიტვურ ენას. წარმატებებს ვუსურვებთ ანას! 

No comments:

Post a Comment