Monday, March 10, 2014

სიქა ჩაერთო პროექტში Adobe Youth Voices

სიქა ჩაერთო iEARN-ის საერთაშორისო პროექტში Adobe Youth Voices, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან მედიაწიგნიერებას და შექმნიან საკუთარ მედიანამუშევრებს, რომელსაც შემდგომ გაუზიარებენ უცხოელ თანატოლებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შეისწავლიან პროგრამებში Adobe Photoshop Elements და Adobe Premiere Elements მუშაობას, ჩაუტარდებათ ვორკშოპები. 7 მარტს მოეწყო სამიზნე ჯგუფთან პირველი შეხვედრა, რომელზეც ტრენერმა ეთერ პაიჭაძემ მოსწავლეებს გააცნო პროგრამა, განიხილეს უცხოელი თანატოლების მიერ შექმნილი მედიანამუშევრები Adobe Youth Voices-ის ფარგლებში. 
შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ, რომელზეც პროექტში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ ახალ დავალებებს

No comments:

Post a Comment