პროექტის დასახელება: თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება.
პროექტი დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ. მხარდამჭერი DVV International საქართველო.
მომწოდებელი: სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
გამოქვეყნდა: 7 დეკემბერს / ბოლო ვადა 18 დეკემბერი:
პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი დაფინანსებულ ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებისთვის (მაქსიმალური ასაკი 29 წ.): “ტრენინგი ტრენერების მოსამზადებლად” პირველი და მეორე დონე.
ტრენინგ-კურსის მიზანია: სხვადასხვა სფეროში გაცნობიერებული ახალგაზრდების მომზადება ტრენერებად, რომ ამ სფეროში შეძლონ ტრენინგის (არაფორმალური განათლების ინსტრუმენტის) დაგეგმვა და ჩატარება.
ახალგაზრდა სპეციალისტები (მაგალითად სფეროებიდან: სამართალი, ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, ახალგაზრდული საქმიანობა, სპორტის მენეჯმენტი, ზოგადი მენეჯმენტი, მეწარმეობა, მოხალისეობა და სხვ.) მომმზადდებიან როგორც ტრენერები, რომლებსაც შეეძლებათ ამ სფეროში არსებული საკუთარი გამოცდილება სტრუქტურულად დაგეგმონ, მოამზადონ და გადასცენ სხვა ადამიანებს, ანუ ჩაატარონ ტრენინგი.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Wednesday, December 7, 2016
Monday, December 5, 2016
ინგლისური ენის კლუბი სიქა-ში
THE CONVERSATION CLUB
let's speak English! Wednesday at 5pm!
ყოველ ოთხშაბათს, 17:00 საათზე შემოგვიერთდით ინგლისური ენის კლუბში სიქა-ს ოფისში, მისამართზე: ქ.რუსთავი, მეგობრობის #12-56.
გელით ყველას, ვისაც გსურთ გაიუმჯობესოთ სასაუბრო ინგლისური, თამაშებისა და სახალისო სავარჯიშოების გამოყენებით.
ჩვენ არ ვსწავლობთ ინგლისურს, ჩვენ მხოლოდ ვიყენებთ ინგლისურს!
Thursday, December 1, 2016
მოსწავლეების ვიზიტი თბილისის ტექნოპარკში
სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო ქვემო ქართლის მოსწავლეების ვიზიტი თბილისის ტექნოპარკში.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს გიდობა ცენტრის ივენთ მენეჯერმა გაუწია. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ცენტრი ყველა ოთახი, შეისწავლეს სხვადასხვა დანადგარების მუშაობის სპეციფიკას, გაეცნენ ინოვაციურ პროგრამებს, ტექნო პარკთან თანამშრომლობის პროცდურებს და გაიგეს როგორ შეუძლიათ არსებული რესურსების გამოყენება.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის, მაშავერას საჯარო სკოლებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლების 16-მა მოსწავლემ და სამოქალაქო განათლების 3-მა პედაგოგმა.
სიქა იწყებს ინტერაქტიულ ცეკვის კურსს
სიქა იწყებს ინტერაქტიულ ცეკვის კურსს დამწყებთათვის და მათთვის, ვინც უკვე იცის ცეკვა. კურსი გაძლევთ შანსს შეისწავლოთ სხვადასხვა სტილის ცეკვები, გაივარჯიშოთ პლასტიკა.
კურსის შეხვედრები გაიმართება ყოველ პარასკევს 16:00 საათზე, სკოლა "ნაკადულის" დარბაზში. მისამართი: ქ.რუსთავი, XV მიკრო რაიონი #23.
ცეკვის კურსს გაუძღვება სიქა-ს გერმანელი მოხალისე კატალინა უორტმანი. კურსი განკუთვნილია 15-20 წლის ახალგაზრდებისთვის, მონაწილეობა უფასოა.
Monday, November 21, 2016
ქვემო ქართლის მოსწავლეების ვიზიტი GDS-ის ტელევიზიაში
18 ნოემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მოეწყო ვიზიტი GDS-ის ტელევიზიაში. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელეთის, ჯანდარას და ნაზარლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა.
ვიზიტის მონაწილეებს უმასპინძლა და GDS-ის შიდა სამზარეულოში ჩაახედა მენეჯერმა ნათია ბოლქვაძემ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა გადაცემების ჩაწერისათვის განკუთვნილი სტუდიები, სამონტაჟოები, ხმის ჩამწერი, გრაფიკული დიზაინის და საანონსო განყოფილებები და გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დაკავებულია ამა თუ იმ საქმიანობით. GDS-ის თანამშრომლებმა ვიზიტის მონაწილეებს გააცნეს მათი საქმიანობის ძირითადი ასპექტები და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. ვიზიტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ შიგნიდან ენახათ ტელევიზიის მუშაობა და ესაუბრათ მათთვის საყვარელი გადაცემების შემქმნელებთან. მოსწავლეებისათვის ეს სტუმრობა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი გამოდგა. ვიზიტის ბოლოს მონაწილეებმა GDS-გან სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს. ვიზიტი მოეწყო ტელევიზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 21 ნოემბერს აღინიშნება.
Thursday, November 3, 2016
სიქა-ში გაიხსნა ხატვის მოყვარულთა წრე
2 ნოემბერს სიქაში გაიხსნა ხატვის მოყვარულთა წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს სიქას გერმანელი მოხალისე კატარინა ვორთმანი. თუ გსურთ გაეცნოთ ხატვის სხვადასხვა ტექნიკას, გაიუმჯობესოთ შემოქმედებითი უნარები, სასიამოვნო გარემოში გაატაროთ დრო, გელით ყოველ ოთხშაბათს 16:00 საათზე სიქას მეგობრულ ოფისში. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, სრულიად უფასოდ 15 წლის ასაკის ზევით.
მისამართი: რუსთავი, მეგობრობის გამზირი #12/56
მისამართი: რუსთავი, მეგობრობის გამზირი #12/56
ვიზიტი უკრაინის ახალგაზრდულ ფორუმზე
29 ოქტომბერს კიევში საერთაშორისო პროექტის "მეტი შეგიძლია! ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში" ფარგლებში მოეწყო უკრაინის ახალგაზრდული ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში უკრაინაში ორგანიზებული ახალგაზრდული მონაწილეობითი პროექტების მიმდინარეობა და შედეგები, მოეწყო ვიდეო კონკურსის ნამუშევრების პრეზენტაციები, სხვადასხვა ვორკშოპები, ახალგაზრდების შეხვედრა კიევის მერთან და ცნობილ მუსიკოსებთან. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პროექტის პარტნიორები გერმანიიდან, საქართველოდან და რუსეთიდან. სიქა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ უკრაინის სამოქალაქო განათლების ექსპერტებს, განათლების მუშაკებსა და სკოლების ადმინისტრაცის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები, შეაფასა პროექტის გავლენა საქართველოს ახალგაზრდობის დამოკიდებულებაზე საარჩევნო პროცესისადმი, დადებით გავლენა მოახდინა ახალგაზრდობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. მსმენელებმა მოიწონეს ახალგაზრდული არჩევნების იმპლემენტირების ქართული გამოცდილება. ფორუმის შემდეგ პარტნიორმა ორგანიზაციებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
Subscribe to:
Posts (Atom)





