სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო ქვემო ქართლის მოსწავლეების ვიზიტი თბილისის ტექნოპარკში.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს გიდობა ცენტრის ივენთ მენეჯერმა გაუწია. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ცენტრი ყველა ოთახი, შეისწავლეს სხვადასხვა დანადგარების მუშაობის სპეციფიკას, გაეცნენ ინოვაციურ პროგრამებს, ტექნო პარკთან თანამშრომლობის პროცდურებს და გაიგეს როგორ შეუძლიათ არსებული რესურსების გამოყენება.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის, მაშავერას საჯარო სკოლებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლების 16-მა მოსწავლემ და სამოქალაქო განათლების 3-მა პედაგოგმა.
ვიზიტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პროექტი ჰარმონიის საქართველოს ფილიალი PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლში.
No comments:
Post a Comment