Sunday, December 25, 2016

სიქა ხელს უწყობს აზერბაიჯანელი მოსწავლეების ინტეგრაციას

14 დეკემბერს სიქა- ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის აზერბაიჯანულმა საჯარო სკოლამ თბილისის # 65- საჯარო სკოლას უმასპინძლა.
სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს ქართული და აზერბაიჯანული კულტურა. ქვემო სარალის სკოლის ქართულის მასწავლებლის მანანა ცომაიას დახმარებით, აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართველი პოეტების შემოქმედება, ასევე წაიკითხეს აზერბაიჯანული ლექსებისტუმრებმა, თბილისელმა მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ფოლკორული და თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებები.
კულტურული ღონისძიების საშუალებით სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთითბილისის #65 სკოლისა და ქვემო სარალის სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა გამოთქვეს სურვილი მომავალში ერთად დაგეგმონ სამოქალაქო აქტივობები, განაგრძონ სკოლებს შორის მეგობრობა.

19 დეკემბერს, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ქვემო ქართლისა და თბილისის რეგიონების პარტნიორი ორგანიზაციების - სიქას და მოზარდთა სახლის ორგანიზებით აზერბაიჯანელი მოსწავლეები ქართველ თანატოლებს სასწავლო ტურის ფარგლებში ეწვივნენ. თბილისის #29 სკოლის სამოქალაქო კლუბის "XXI საუკუნის თაობა" ლიდერებმა უმასპინძლეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ყულარის, თაქალოს, კაჩაგანის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებს.
თბილისელმა მოსწავლეებმა აზერბაიჯანელ სტუმრებს გააცნეს მათ სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბის სტრუქტურა, მოვალეობათა გადანაწილების სპეციფიკა, წევრებისა და კლუბის ლიდერის არჩევის წესი. ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ საკლუბო აქტივობებსა და სამუშაო მიმართულებებზე. გააკეთეს რამდენიმე მნიშვნელოვანი და რეზონანსული აქტივობის პრეზენტაცია. მასპინძელი სამოქალაქო კლუბის წევრებმა სტუმრებს გააცნეს კლუბის ფეისბუქ გვერდი, რომელსაც აქტიურად იყენებენ, როგორც სოც მედიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ინფორმაციის გავრცელების მთავარ საშუალებას. უპასუხეს სტუმრების შეკითხვებს თვითმმართველობასთან თანამშრომლობისა და პრობლემების ადვოკატირების საკითხზე.
სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანი - აზერბაიჯანელი მოსწავლეების ინტეგრაცია და მათი მოტივაციის ამაღლება წარმატებით იქნა მიღწეული. თბილისის # 29- საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა გამოთქვა სურვილი თაქალოს საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასელებისთვის ჩაატარონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ქართულ ენაზე, რასაც თაქალოს სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები სიხარულით შეხვდნენ. ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები თავად შეთანხმდნენ საგაკვეთილო თემაზე, ეს იქნება "ადამიანის უფლებები". გამოითქვა მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი, ინტეგრირებული აქტივობების ჩატარების სურვილიც. მასპინძელი სკოლის კლუბის სამოქალაქო აქტივობების გაცნობის შემდეგ, აზერბაიჯანელ მოსწავლეებმა შეიმუშავეს საკლუბო ინიციატივებისათვის ახალი იდეები, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ მათ სკოლასა და თემში.
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიზნით სიქა მომავალშიც გეგმავს აზერბაიჯანული სკოლების სამოქალაქო კლუბების დამეგობრებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ქართული სკოლების სამოქალაქო კლუბებთან.


No comments:

Post a Comment