Sunday, December 25, 2016

პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება


2016 წლის 22 დეკემბერს, სიქას ორგანიზებით, ბოლნისში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების წლიური შემაჯამებელი ღონისძიება.
პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონში, სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ შეაჯამა პროგრამული წლის მიღწევები.

ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებულ საკლასო პროექტებზე და ინიციატივებზე გააკეთეს პრეზენტაცია.

2016 წლის განმავლობაში სიქას ორგანიზებით მოეწყო სხვადასხვა კონკურსი: სლოგანების, საკლასო პროექტების, პოსტერების, ვიდეოების და ფოტო კონკურსები, რას ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართულობას პროგრამაში და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
დიდი დმანისის და ბოლნისის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ მიღწევებზე სოც.მედიაში და შეაჯამეს ქვემო ქარლის რეგიონში მოსწავლეთა აქტიურობა პროგრამის ამ კომპონენტში.

შეხვედრის დასასრულს მოეწყო პროგრამის მონაწილე აქტიური სკოლების დაჯილდოება და აქტიური მონაწილეობისთვის სიგელების გადაცემა, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება სიმბოლური პრიზებით. მადლობის სიგელები გადაეცათ ასევე მუნიციპალიტეტების გამგეობის წარმომადგენლებს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
PH International –ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნა მათი აქტიურობა და გააცნო პროგრამის სიახლეები, ასევე გადასცა სიმბოლური საჩუქრები გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის.
პროგრამული წლის მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ბოლნისის მუნიციცპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში. შეხვედრას დაესწრო პროგრამის პარტნიორი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები, ადგილობრივი მედია.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment