Wednesday, December 28, 2016

პროექტის "თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება" პრეზენტაცია გაიმართა

26 დეკემბერს თბილისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება. პროექტის განმხორციელებელია სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და DVV International Georgia-ს მხარდაჭერით. დამწრეებს მიესალმნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს ბატონმა გოგი ჩიქოვანმა და ქალბატონმა ლიკა კაციტაძემ. პროექტის დირექტორმა პავლე თვალიაშვილმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო პროექტის შინაარსი და დაგეგმილი საქმიანობები. იხ.ფოტოები
პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ მერიის საქალაქო სამსახურების თანამშრომლები, საგანმანათლებლო ორგანიზაციების; უნივერსიტეტების; საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: "არაფორმალური განათლების სერვისების განვითარება დედაქალაქში." რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ახლაგაზრდული და საგანმანათლებლო ორგანზიაციების ხელმძღვანელები. გამომსვლელთა კითხვებს უპასუხა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გოგი ჩიქოვანმა, მან დამსწრეებს გააცნო ის პრიორიტეტები, რაც აქვს საქალაქო სამსახურს არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

No comments:

Post a Comment