24 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, მოეწყო მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმის პირველი ნაკადი. ფორუმი გაიმართა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის სამიზნე 19 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან.
ახალგაზრდული
ფორუმის ფარგლებში მოსწავლეთა ჯგუფებმა იმუშავეს თემში არსებული აქტუალური პრობლემების
მოგვარებაზე და ფასილიტატორის დახმარებით შექმნეს პროექტები. თითოეული პროექტს პროგრამა
დააფინანსებს მცირე გრანტით, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტის რეალურად განხორციელებასა
და დასახული მიზნის მიღწევაში.
მოსწავლეთა პრეზენტაციას დაესწრო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ბ-ნ პაატა ხიზანაშვილი. მან მოიწონა მოსწავლეთა ნამუშევრები, გააცნო ამ პრობლემების გადაჭრის კუთხით სამხარეო ადმინისტრაციის მუშაობა და მხარდაჭერას დაჰპირდა პროექტების განხორციელებაში.
სამოქალაქო განათლების
პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია
PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით
და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა- საგანმანათლებლო
ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
ფორუმი გააშუქა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ, იხ. სიუჟეტი ფოტოალბომი
ფორუმი გააშუქა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ, იხ. სიუჟეტი ფოტოალბომი
No comments:
Post a Comment