სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში წალკის
#1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კლუბის მეურვემ, მუნიციპალიტეტისათვის აქტუალური
პრობლემებიდან გზებზე უსაფრთხო მოძრაობაზე გაამახვილეს ყურადღება. დასახელდა განსაკუთრებით კრიტიკული უბანი ჭელიძის ქუჩა, რომელზეც სკოლა და საბავშვო ბაღია
განთავსებული. ბანაკის მონაწილეებმა გადაწყვიტეს სკოლისა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე
მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების მოწყობით ხელი შეეწყოთ სკოლის მოსწავლეებისა და
ბაღის აღსაზრდელების უსაფრთხო გადაადგილებისათვის. ბანაკის დასრულების შემდეგ, წალკაში დაბრუნებისას კლუბის წევრები, მუნიციპალიტეტის სომხური სკოლების წარმომადგენლებთან
ერთად შეხვდნენ წალკის ადგილობრივ თვითმმართველობას, ქალაქის საკრებულოს. მათთან თანამშრომლობით შედგენილი
იქნა პროექტი და ნახაზი თუ სად უნდა განთავსებულიყო
საგზაო ნიშნები და „მწოლიარე პოლიციელი“. თვითმართველობის
თანადაფინასებით და სამოქალაქო კლუბების წევრების დახმარებით მოხდა მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების მონტაჟი
ქ. წალკაში,
ჭელიძის ქუჩაზე, დაიდგა ოთხი გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი. აღნიშნულმა პროექტმა დიდი მოწონება და დადებითი
განწყობა გამოიწვია ქალაქის მცხოვრებთა შორის.
პროექტის განხორციელების შედეგად სარგებელი მიიღო
800-მდე ადამიანმა, წალკის #1 სკოლისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მშობლებმა
და პედაგოგ-აღმზრდელებმა.