Monday, November 30, 2015

სიქა ახალ კლუბს - English conversation club იწყებს


ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე, სიქა-ს მეგობრულ ოფისში გაიმართება საკლუბო შეხვედრა - English conversation club. 
თქვენ შეძლებთ უცხოელ მოხალისეებთან ერთად გაიაროთ სალაპარაკო ინგლისური ენის პრაქტიკა და გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები. კლუბის ფარგლებში მოეწყობა საუბრები და დისკუსიები სხვადასხვა საინტერესო თემებზე, თემატური ფილმების ჩვენება/განხილვა და სხვა საინტერესო აქტივობები. 
თუ ხართ 15 წლის და ზევით, ფლობთ ინგლისური ენის საბაზისო დონეს და გაინტერესებთ ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები, მაშინ ეს კლუბი შენთვისაა!

Thursday, November 26, 2015

საერთაშორისო კონფერენცია კიევში


19 ნოემბერს სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ სამოქალაქო აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობა მიიღო უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მიზნით ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები და მეთოდები“. საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა უკრაინულ-გერმანული პროექტის „ჩვენ მეტი შეგვიძლია! - უკრაინაში დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.


Wednesday, November 18, 2015

ოთხშაბათობით ხელნაკეთი ნივთების კლუბის 2 ჯგუფი იქნება


ხელნაკეთი ნივთების კლუბის პოპულარობის გამო, გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ მეორე ჯგუფიც. ოთხშაბათობით პირველი ჯგუფი იქნება 4:00 სთ-ზე, ხოლო მეორე 5:30სთ-ზე.
გელით სიქას მეგობრულ ოფისში!

გერმანული ენის შემსწავლელი კლუბის დაკომპლექტება 24 ნოემბერს სრულდება


სამშაბათს შედგა გერმანული ენის შემსწავლელი კლუბის მორიგი შეხვედრა. 
შეგახსენებთ რომ მომდევნო სამშაბათს, 24 ნოემბერს, გაქვთ ბოლო შანსი იმისა, რომ გახდეთ კლუბის წევრი. 
24 ნოემბერს ჯგუფი საბოლოოდ დაკომპლექტდება და გაზაფხულამდე უცვლელი დარჩება.
მსურველებს გელით სამშაბათს 4:30 საათზე, სიქას მეგობრულ ოფისში.

Saturday, November 14, 2015

საჩვენებელი დებატი კარლ პოპერის ფორმატის დებატებში ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სკოლების მოსწავლეთა შორის

12 ნოემბერს, სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მთავარ დარბაზში გაიმართა საჩვენებელი დებატი კარლ პოპერის ფორმატით. დებატში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მოსწავლეებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარმა ორმა გუნდმა. მოსწავლეებმა იდებატეს თემაზე - „მასმედიის ცენზურა გამართლებულია“. საჩვენებელ დებატს, ქეშალოსა და თელეთის სკოლის მოსწავლეების გარდა, ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: თაქალოს, არაფლოს, დამიაგეორარხისა და ქვემო სარალის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე მოწვეული სტუმარი მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მარი ტყეშელაშვილი.
საჩვენებელი დებატი ჩატარდა ქართულ ენაზე, რაც აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან მათ მოუწიათ არამშობლიურ ენაზე კამათი და საკუთარი პოზიციების დაფიქსირება ფართო აუდიტორიის წინაშე. მათ აღნიშნული საკმაოდ კარგად შეძლეს და დებატი შედგა. გარდა ამისა, ამ საჩვენებელი დებატის შედეგად მოხდა დებატების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესება, ეთნიკური უმცირესობებების სამოქალაქო გააქტიურება, მათი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და ინტეგრაცია.

Thursday, November 12, 2015

ხელნაკეთი ნივთების კლუბის მორიგი შეხვედრა

ხელნაკეთი ნივთების კლუბში, ბავშვებმა დაამზადეს სასანთლეები, ამასთანავე, გერმანელმა მოხალისეებმა  აჩვენეს მათ ანიმაციური ფილმი წმინდა მარტინის შესახებ და ესაუბრნენ ბავშვებს გერმანული დღესასწაულის ტრადიციებზე.
გელოდებით შემდეგ ოთხშაბათს, 17:00 საათზე სიქა-ს ოფისში!

Wednesday, November 11, 2015

ბოლნისელი და დმანისელი მოსწავლეები რეჟისორსა და მუსიკოსს ლაშა ნოზაძეს შეხვდნენ


სიქა-ს ორგანიზებით სამოქალაქო განათლებლის პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები რეჟისორსა და მუსიკოსს ლაშა ნოზაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმარმა მიზნის მიღწევაზე ისაუბრა, ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მოუწოდა, არ იფიქრონ იმაზე, რომ პატარა სოფლებიდან თუ ქალაქებიდან არიან და ამის გამო უარი არ თქვან საკუთარ მიზნებსა და მისწრაფებებზე. მათთან მსჯელობითვე დაანახა მოსწავლეებს, რომ მიზნის მისაღწევად მთავარი რწმენა და მონდომებაა. მოსწავლეებმა სტუმარს საკუთარი უახლოესი და სამომავლო მიზნებიც გაუზიარეს.
შეხვედის მიწურულს, ბოლნისის თეატრზე საუბრისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების უმრავლესობა ვერ ახერხებს თეატრში სიარულს.
ლაშა ნოზაძემ მოსწავლეებს მოუწოდა ყოველთვის ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და აიღონ ინიციატივა, შეცვალონ მათ გარშემო არსებული რეალობა მათივე სასიკეთოდ. 

მუსიკალური რგოლი პროექტის Sound of Music (SOM) - Youth Exchange შესახებ

სიქას ახალგაზრდულმა გუნდმა ოქტომბრის თვეში მონაწილეობა მიიღო იტალიაში გამართულ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "Sound of Music" . პროექტის დასრულების შემდეგ სიქას დელეგაციის ლიდერმა ნინო ლეკიშვილმა სიქას უცხოელი მოხალისეების დახმარებით შექმნა მუსიკალური რგოლი პროექტის შესახებ.




Friday, November 6, 2015

ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღავნელთან შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა

სიქას ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 5 ნოემბერს რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები რუსთავის საკრებულოს დარბაზში ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელს გიგა ჯღარკავას შეხვდნენ.
შეხვედრის პირველი ნაწილი ცენტრის საქმიანობის გაცნობას დაეთმო, რის შემდეგაც კონკრეტული ინიციატივების განხილვა დაიწყო. ახალგაზრდებმა ცენტრის ხელმძღვანელს მათთვის აქტუალური ინიციატივები, იდეები და პრობლემები წარუდგინეს.ცენტრის ხელმძღვანელის დახმარებით მოსწავლეების კონკრეტული იდეები განსახორციელებელ აქტივობებად გადაიქცა. რუსთავის #6 საჯარო სკოლის მოსწავლის ინიციატივით, უახლოეს დღეებში მკითხველთა კლუბი ჩამოყალიბდება, რომელიც კვირაში ერთხელ ახალგაზრდებს უმასპინძლებს და მათთვის საინტერესო წიგნების განხილვა მოეწყობა. ახალგაზრდობის ცენტრი მწერლებთან, წიგნების ავტორებსა და პოეტებთან ითანამშრომლებენ და კლუბის შეხვედრებზე მოიწვევენ. კერძო სკოლა „მზეკაბანის“ მოსწავლის ინიციატივით,

Thursday, November 5, 2015

სიქა-ს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სემინარში “Youth for Global Responsibility"

25-31 ოქტომბერს სიქას გამგეობის თავჯდომარე გიორგი თვალიაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე მონაწილეობას იღებდნენ დანიაში ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში “Youth for Global Responsibility". სემინარში მონაწილეობდნენ ევროპისა და მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები. სემინარის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ახალი თანამშრომლობითი პროექტების ინიცირება.

ხელნაკეთი ნივთების კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ხელნაკეთი ნივთების კლუბის შეხვედრაზე ბავშვებმა ფერადი ქაღალდებისგან გააკეთეს წიგნის სანიშნეები.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს,17:00 საათზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და ერთი საათით ჩაერთოს კლუბის კრეატიულ მუშაობაში.