Wednesday, December 19, 2018

საახალწლო აქტივობები სიქაში სრულდება


საახალწლო კვირეული დასასრულს მიუახლოვდა, 18 დეკემბერს სიქაში კვირეულის ბოლო ღონისძიება ჩატარდა, მონაწილეებმა ნაძვის ხის სათამაშოები დაამზადეს და სასურველი დეკორაციებით გააფორმეს, ასევე ისწავლეს ორიგამით დეკორაციის გაკეთება. სასიამოვნო მუსიკასთან და ტკბილეულთან ერთად დღემ ხალისიანად ჩაიარა. დიდ მადლობას ვუხდით სიქას მოხალისეებს, ემის და იელნას ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარებისთვის და ორცხობილების გამოცხობისთვის!
თვალი ადევნეთ სიქას გვერდს და შეიტყობთ მომავალი ღონისძიებების შესახებ.

Thursday, December 13, 2018

U18 შემაჯამებელი კონფერენცია

10 დეკემბრს თბილისში სიქას ორგანიზებით პროექტის "მეტი შეგვიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში" შემაჯამებელი კონფერენცია მოეწყო. კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე მოსწავლეები, კოორდინატორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე პროექტის ხელმძღვანელი გუნდის წარმომადგენელი გერმანიიდან ნორა კორტე. კონფერენციაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ თემში ახალგაზრდული არჩევნების შესახებ.

Friday, December 7, 2018

შეხვედრა ომბუდსმენის წარმომადგენელთან მარნეულში

5 დეკემბერს მარნეულში სიქას ორგანიზებით მოეწყო პროგრამის "მომავლის თაობა" სამიზნე სკოლების მოსწავლეთა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებთან მარი გვიდიანთან და მურად გუსეინოვთან. შეხვედრის თემა იყო ოჯახური ძალადობა, პრევენცია და რეაგირება. ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ძალადობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ძალადობის კაზუსების განხილვაში. შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო კლუბების წევრებმა გადაწყვიტეს თავიანთ სკოლაშიც მოაწყონ აქტივობები ძალადობის კუთხით თემის წევრების ცნობიერების ამაღლების შესახებ. შეხვედრას დაესწრნენ მოსწავლეები თეთრიწყაროს, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებიდან.



Thursday, December 6, 2018

საახალწლო აქტივობები სიქაში დაიწყო


საახალწლო თვე სიქა-ში 4 დეკემბერს, საშობაო/საახალწლო სათამაშოების დამზადებით, ანიმაციური ფილმის ჩვენებით, ჩვენი გერმანელი მოხალისეების ემას და იელნას მიერ მომზადებული ორცხობილებითა და მუსიკით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებმა დაამზადეს სხვადასხვა საახალწლო დეკორაცია, ისწავლეს ორიგამის მეთოდით ვარსკვლავის კეთება, დააგემოვნეს გერმანული ორცხობილები და სასიამოვნოდ გაატარეს საღამო.
თქვენც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, 11 და 18 დეკემბერი ხალისით და ბევრი სიურპრიზებით სავსე იქნება! 
მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონზე 557008757.

Thursday, November 29, 2018

სიქაში საახალწლო ღონისძიებების თვე იწყება!

გეპატიჟებით ყველას 8 წლის ასაკიდან და ზემოთ. შეხვედრები გაიმართება სიქას ოფისში, მისამართზე: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. 12-56.
იხილეთ ღონისძიებების განრიგი:
4 დეკემბერი (16:30-18:00სთ) - საშობაო კინოჩვენება, ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოების დამზადება.
11 დეკემბერი (16:30-18:00სთ) - ჯინჯერის სახლის აშენება, გერმანული ტრადიციების გაცნობა.
18 დეკემბერი (16:30-18:00სთ) - საახალწლო ტკბილეულისა და ჯინჯერის სახლის დეგუსტაცია.
ღონისძიებებს წარუძღვებიან სიქას გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა!
მობრძანდით და ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა!
მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე: 557008757 (მარიამ თვალიაშვილი)

ბოლნისელი მოსწავლეების შეხვედრა ომბუდსმენის წარმომადგენლებთან

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში სიქას ორგანიზებით 27 ნოემბერს ბოლნისის კერძო სკოლადავითიანშიმოეწყო პროგრამისმომავლის თაობასამიზნე სკოლების მოსწავლეების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის სპეციალისტებთან მარი გვიდიანთან და მურად ჰუსეინოვთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ტალავერის, დარბაზის, აკაურთას, მამხუტისა და სკოლა დავითიანის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ადრეული ქორწინება. დამსწრეთა დიდ უმრავლესობას აზერბაიჯანელი მოსწავლეები შეადგენდნენ, ამიტომ შეხვედრა ორ ენაზე - ქართულად და აზერბაიჯანულად მიმდინარეობდა.
სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წევრებმა დამსწრეებს ესაუბრნენ ქორწინების უარყოფით გავლენებსა და შედეგებზე, გააცნეს საკანონმდებლო ცვლილებები, განიხილეს ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევები. შეხვედრა ინტერაქტიული მეთოდებით წარიმართა, მოსწავლეების მხრიდან დაისვა შეკითხვები, რომლებზეც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებისაგან მიიღეს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები.

Monday, November 19, 2018

სიქა-ს ხელმძღვანელობით დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პროექტის "მეტი შეგვიძლია" შემაჯამებელ ღონისძიებებში


12-16 ნოემბერს ქართული რვა კაციანი დელეგაცია სიქას ხელმძღვანელობით .ბერლინში დაესწრო პროექტის "მეტი შეგვიძლია" შემაჯამებელ ღონისძიებებს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ : პროექტის "მეტი შეგვიძლია" ხელმძღვანელი საქართველოში ინგა პაიჭაძე, პროექტის რეგიონული კოორდინატორები: ლიანა ღუღუნიშვილი, მაკა ბიბილეიშვილი, ნათია ნამიჭეიშვილი, ნინო კაპანაძე, მაია ქათამაძე, ოთარ რევიშვილი და თამარ ცქიფურიშვილი. სამუშაო ვიზიტის განმავლობაში დელეგაციამ წარმოადგინა პროექტის მიმდინარეობა საქართველოში; უკრაინისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავა პროექტის სამომავლო პერსპექტივებზე. მოეწყო შეხვედრები ბერლინის რატუშაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნა პროექტის მიმდინარეობა და შედეგები. პროექტი "მეტი შეგვიძლია" 2017-2018 წლებში განხორციელდა საქართველოში, მასში 21000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

Thursday, November 15, 2018

სიქას „მომავალ ლიდერთა კლუბი“ ჩაერთო საერთაშორისო პროექტში "საშობაო ბარათების გაცვლა" - Holliday Cards Exchange


სიქას „მომავალ ლიდერთა კლუბი“ ჩაერთო www.iearn.org-ის საერთაშორისო პროექტში საშობაო ბარათების გაცვლა - Holliday Cards Exchange, რომელიც ითვალისწინებს საშობაო მისალოცი ბარათების დამზადებას და გაგზავნას საზღვარგარეთელი თანატოლებისთვის, საახალწლო ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და ერთმანეთის უკეთ გაცნობას, დამეგობრებას. ყოველ შაბათს კლუბის წევრები სიქას გერმანელ მოხალისეებთან ერთად დაამზადებენ ხელნაკეთ ბარათებს, რომ საახალწლოდ გაუგზავნონ ამერიკელ, ავსტრალიელ, იტალიელ, ტაივანელ, ბელორუს, მოლდოველ და რუს თანატოლებს.

Thursday, November 8, 2018

ქართველი EVS მოხალისეები რუმინეთში გაემგზავრნენ

სიქა-ს დახმარებით 4 ქართველი ახალგაზრდა ერთი წლით გაემგზავრა ბუქარესტში ევროპული მოხალისეობრივი პროგრამის EVS ფარგლებში. სიქა-ს პარტნიორ ორგანიზაცია COSI-ს წევრებთან ერთად ქართველი ახალგაზრდები ნაყოფიერ წელიწადს გაატარებენ რუმინეთში, რაც ხელს შეუწყობს მოხალისეების კომპეტენციების გაზრდას.

ვიზიტი პროგრამის U18-ის კიევის ახალგაზრდულ ფორუმზე

28 ოქტომბერს სიქას აღმასრულებელი დირექტრი და პროგრამის "მეტი შეგვიძლია" კოორდინატორი საქართველოში ინგა პაიჭაძე მიწვეული იყო პროექტის ფარგლებში კიევში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე. ფორუმზე შეაჯამეს პროექტის მიმდინარეობა უკრაინაში, ახალგაზრდული აქტივობები და ინიციატივები. პროექტი „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ საქართველოში ხორციელდება 2016 წლიდან გერმანიაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან "DRA“ www.austausch.org პარტნიორობით და დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს; ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მიერ.

სიქას მოხალისეები საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას

28 ოქტომბერს სიქას 13 მოხალისე საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას თბილისისა და რუსთავის სხვადასასხვა საარჩევნო უბნებში.

Thursday, October 11, 2018

დაიწყო გერმანული ენის შემსწავლელი წრე დამწყებთათვის

გერმანული ენის შემსწავლელმა წრემ დამწყებთათვის მუშაობა დაიწყო. წრეს უძღვებიან სიქას გერმანელი მოხალისეები იელნა და ემი, რომლებიც მხიარული სავარჯიშოებითა და შემეცნებითი აქტივობებით გერმანულ სალაპარაკო ენასთან ერთად გერმანულ კულტურას გააცნობენ ბავშვებს. წრე განკუთვნილია 7-11 წლის ბავშვებისთვის და  დასწრება უფასოა. 45 წუთიანი წრის მეცადინეობები ჩატარდება ოთხშაბათს 12:00 საათზე და ხუთშაბათს 16:00 საათზე. მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონზე (0341) 223133, 599433848. მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56.

Saturday, October 6, 2018

მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის ერთწლიანი პროგრამა დაიწყო სიქა-ში

ერთწლიანმა პროგრამამ მომავალის ლიდერებისა და მენეჯერებისთვის მუშაობა დაიწყო. პირველი შეხვედრის თემა იყო ფასეულობები. მონაწილეებმა თემის განხილვის შემდეგ გამოთქვეს სურვილი ქალაქში დაიდგას მხიარული ქანდაკებები და ყველამ აკეთოს ის საქმე, რაც აბედნიერებს, სხვისთვის ზიანის მიუყენებლად. 
მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოუერთდნენ ჯგუფს.
შეხვედრები ჩატარდება ყოველ შაბათს, 10-13 წლის ასაკისთვის 10:00-14:00 სთ, 14-16 წლის ასაკისთვის - 14:30-18:30სთ.
მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56.
რეგისტრაცია გრძელდება, მიჰყევით ბმულს  https://webanketa.com/forms/68tk0c1k6rqkjcsp68wk2shn/ 

Monday, October 1, 2018

გერმანული ენის წრე დამწყებთათვის


გსურთ დაეუფლოთ გერმანული ენის საწყისებს და გაიგოთ მეტი გერმანული კულტურის შესახებ
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გერმანელ მოხალისეებთან ერთად გთავაზობთ გერმანული ენის წრეს დამწყებთათვის, რომელიც დატვირთული იქნება სახალისო სავარჯიშოებითა და შემეცნებითი აქტივობებით. ბავშვები ნაყოფიერად გაატარებენ 45 წუთს, სალაპარაკო ენასთან ერთად გაეცნობიან გერმანულ კულტურას მოხალისეების ემისა და იელნას დახმარებით.
დასწრება თავისუფალია (უფასოა);
ასაკი: 7-11 წელი;
I ჯგუფის შეხვედრები გაიმართება ოთხშაბათობით, დღის პირველი ნახევარში,
II ჯგუფის შეხვედრები გაიმართება ხუთშაბათობით, დღის მეორე ნახევარში.
მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56
რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ: 599433848, (0341)22 31 33

Thursday, September 27, 2018

რუსთაველი ბავშვებისთვის: ერთწლიანი მრავალპროფილიანი პროგრამა EMT და სიქა-სგან მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის

სიახლე რუსთავში, შაბათობით!

ერთწლიანი მრავალპროფილიანი პროგრამა EMT და სიქა-სგან მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის
ასაკობრივ ჯგუფებში:
10-დან 13- წლამდე, შაბათს, 10:00 - 14:00 სთ.
14-დან 16 -წლამდე, შაბათს, 14:30 - 18:30 სთ.
პროგრამის ხანგრძლივობა  ოქტომბრიდან ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია დაწყებულია, მიჰყევით ბმულს:
http://webanketa.com/forms/68tk0c1k6rqkjcsp68wk2shn/

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულებაა: 69 ლარი თვეში.
მობილური 599 556234

პროგრამა მოიცავს:
* კონკრეტული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება;
* პროექტების მართვის დროს მმართველობით პოზიციებზე ყოფნის გამოცდილების მიღება და გაანალიზება;
* დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობა;
* ფინანსებისა და დროის მართვა;
* თემატური საკითხების შესწავლა, გაანალიზება, დასკვნების გაკეთება და საზოგადოების წინაშე წარდგენა;
* კომუნიკაციისა და მასალების დამუშავებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება;
* გარე აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
* რისკების და შესაძლებლობების ანალიზი;
* თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
* დებატებისა და საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარების განვითარება;
* ბევრი ინტელექტუალური და გასართობი სამაგიდო ან სივრცითი თამაში. თამაშების დროს უნარების განვითარება.

Friday, September 21, 2018

სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ბაიდარის სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი ჩაატარეს


20 სექტემბერს სიქას გერმანელმა მოხალისეებმა იელნა იაკობსენმა და ემი სტელტერმა სემინარი ჩაატარეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფბაიდარის საჯარო სკოლის უფროსკლასელი გოგონებისთვის. თემა იყო აქტიური გოგონები სკოლასა და სკოლის გარეთ. ევროპელმა მოხალისეებმა აზერბაიჯანელ გოგონებს გაუზიარეს, თუ როგორ ატარებდნენ თავისუფალ დროს სკოლაში სწავლის დროს და რა გამოცდილება მიიღეს. შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა აქტივობები შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობაფარგლებში გოგონათა გააქტიურების კუთხით. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ შეხვედრით, რომელიც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

Monday, June 25, 2018

Access პროგრამის საზაფხულო სკოლა სიქაში


20-24 ივნისს სიქას ოფისში მოეწყო ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის English Access Micro scholarship Program ბენეფიციართათვის საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25-მა რუსთაველმა მოსწავლემ. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინგლისური ენის უნარ-ჩვევების განმავითარებელი აქტივობები (მეტყველება, მოსმენა, წერა, კითხვა), პროექტების პრეზენტაციები, ინტერაქტიული თამაშები, სკაიპ-ჩართვები სხვადასხვა ქვეყნებთან: იაპონია, შრი-ლანკა, აშშ, პაკისტანი, რუსეთი, გერმანია. საზაფხულო სკოლის მეხუთე დღეს მოეწყო გასვლითი ღონისძიება-ექსკურსია შიო-მღვიმეში. პროგრამის მეორე წელი სექტემბრიდან განახლდება.

Saturday, June 23, 2018

სიქამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის"

22 ივნისს სიქამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის". ფორუმის მიზანი იყო ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციების შეკრება თბილისში მომავალი თანამშრომლობის მიზნით. სიქამ წარმოადგინა მიმდინარე აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია ბეჭდური მასალის სახით და გაუზიარა ფორუმზე დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 
ღონისძიება განახორციელა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და მისმა  წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

Thursday, June 21, 2018

დასრულდა სიქას ლიდერთა კლუბის 2018 წლის გაზაფხულის სეზონი

17 ივნისს დასრულდა სიქას ლიდერთა კლუბის 2018 წლის გაზაფხულის სეზონი. სამი თვის განმავლობაში 9-12 წლის მოზარდებმა ყოველკვირეული საკლუბო შეხვედრების საშუალებით გაიუმჯობესეს ლიდერობის, კომუნიკაციისა და გუნდურობის უნარები. ლიდერთა კლუბის კურსადმთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.

Thursday, June 14, 2018

პროგრამის "მომავლის თაობა" სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლში

13 ივნისს სიქას ორგანიზებით მარნეულის კულტურის სახლში ჩატარდა პროგრამის "მომავლის თაობა" 2018 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება. პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საკლასო და საკლუბო პროექტები, სათემო ინიციატივები. შეჯამდა სკოლების მუშაობა. საანგარიშო პერიოდის აქტიური სკოლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. შეხვედრას დაესწრო 110 ადამიანი - სამიზნე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

პროექტის "ბიბლიოთეკა სკოლაში" შემაჯამებელი ღონისძიება

8 ივნისს სიქას აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე დაესწრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის პროექტის "ბიბლიოთეკა სკოლაში" შემაჯამებელ ღონისძიებას. პროექტი განხორციელდა პროგრამის "მომავლის თაობა" საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის მენეჯერის ნინო ნადაშვილის ხელმძღვანელობით ქართული მხატვრული ლიტერატურით გამდიდრდა სკოლის ბიბლიოთეკა. მცირე გრანტით შეძენილი ინვენტარით მოსწავლეებმა დაბეჭდეს ქართული ენის სასწავლო ელ.ლიტერატურა, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს ბიბლიოთეკისთვის შეძენილი ახალი ქართული მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, ასევე გაიზარდა მოთხოვნილება მოსწავლეების მიერ ახალამობეჭდილ და დაკაბადონებულ ქართული ენის სასწავლო წიგნებზე.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სცენები ქართულ ენაზე, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფელ დარბაზის თემის წევრები. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ქართული ენის შესწავლას, რაც დაეხმარება მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

სიქას მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს მოხალიესობის ფორუმ/გამოფენაში

31 მაისს სიქას, CISV Georgia და EMT მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში ყოველწლიურ მოხალისეობის ფორუმ/გამოფენაში, რომელშიც 30 სამოქალაქო ორგანიზაცია მონაწილეობდა. ფორუმი ორგანიზებული იყო "ჰელფინ ჰენდის" მიერღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

Wednesday, May 30, 2018

სიქას ორგანიზებით მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს


22 მაისს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქას ორგანიზებით მოეწყო საქართველოს სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლების მარიამ გვიდიანისა და მურად გუსეინოვის შეხვედრა მოსწავლეებთან. ღონისძიება გაიმართა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და დაესწრნენ მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრის თემა იყო ტრეფიკინგი და სახალხო დამცველის ოფისის მიერ გაწეული საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.


სიქას EVS მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ კონფერენციაში რუმინეთში

სიქა-ს EVS მოხალისეებმა ანა გელაშვილმა და ლუკა სუთიაშვილმა, რომლებიც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 12 თვიანი მოხალისეობრივი პროგრამით არიან რუმინეთში, 11 მაისს ქ. დრაგასანში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ კონფერენციაში, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ესაუბრნენ ევროპული მოხალისეობრივი პროგრამის შესახებ, გააცნეს საქართველოს კულტურა და ქართველი ახალგაზრდების ინტერესები. კონფერენციის დასასრულს კი ქართველმა მოხალისეებმა სტუმრებს ქართული სამზარეულოც წარმოუდგინეს.