Thursday, February 26, 2015

შეხვედრა ბულინგის თემაზე სკოლა "რუსთველის" მოსწავლეებთან

"მომავლის თაობა" პროგრამის ფარგლებში, 25 თებერვალს, სიქას ორგანიზებით სკოლა „რუსთველის“ X კლასის მოსწავლეებთან  ჩატარდა შეხვედრა ბულინგის თემაზე. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ბულინგის შესახებ და საქართველოში ამ მხრივ სიტუაციის ანალიზი. სიქა-ს მოხალისემ, მარიამ გოგუაძემ და ნიკა გაბათაშვილმა მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინეს ბულინგის თემაზე. გაიმართა დისკუსია მოსწავლეებს შორის ძალადობის ამ სახეობის შესახებ, არის თუ არა სკოლაში მოსწავლეების მხრიდან აგრესიული და ნეგატიური ქცევა თანატოლთა მიმართ, რომელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორი შეიძლება აღქმული იქნას ბულინგად, რატომ ხდებიან ბავშვები მოძალადეები.

 შეხვედრის დასასრულს მოეწყო ვიდეო ჩვენება-დისკუსია. ტრენერებმა მოსწავლეებს გაუზიარეს ბულინგთან ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები.

Wednesday, February 25, 2015

მოსწავლეები ქალთა უფლებების დამცველს შეხვდნენ

19 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო მოსწავლეების შეხვედრა ქალთა უფლებების დამცველთან ლეილა სულეიმანოვასთან. შეხვედრა გაიმართა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროგრამა „მომავლის თაობის“ სამიზნე სკოლების უფროსკლასელმა მოსწავლეებმა გარდაბნის, ბოლნისისა და მარნეულის მუციპალიტეტის აზერბაიჯანული სკოლებიდან.
მოსწავლეებთან აქტიური დისკუსია გაიმართა აზერბაიჯანულ თემში არსებულ ქალთა პრობლემებსა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე, ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე.  მოსწავლეებმა ჯგუფებში განიხილეს ქალთა უფლებების დარღვევის კონკრეტული მაგალითები. პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ქალთა უფლებების დაცვის შესაძლებლობები.

მოსწავლეები ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოგრაფებს შეხვდნენ

17 თებერვალს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით, "მზეკაბანის", "ჩირაღდნის", "რუსთველის",  რუსთავის #6 და ახალი სამგორის სამიზნე სკოლების მოსწავლეები საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს კახა ფხაკაძეს და გამგეობის წევრს ნინო მღებრიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ ფოტო სამოყვარულო კამერით გამართული ფოტოს გადაღების ხერხებს,  რა დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება ფოტოს გადაღების დროს, რომ ფოტომ ამბის გადმოცემა შეძლოს.
შეხვედრაზე ფოტოგრაფებმა ისაუბრეს კარგი ფოტოს მნიშვნელობაზე   განსხვავებული სიტუაციების მიხედვით.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ რჩევებს დაეთმო. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს აუხსნეს როგორ უნდა აეწყოს  კომპოზიცია, რითი განსხვავდება ჩვეულებრივი ფოტო რეპორტაჟის ფოტოსაგან, როგორ გადაიღონ  გამართული ფოტო. 
მოსწავლეებმა საკუთარი სამოყვარულო კამერებით შეხვედრაზევე გადაიღეს ფოტოები და მოწვეული ფოტოგრაფებისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს .

Friday, February 20, 2015

სიქა შეუერთდა მსოფლიო მშობლიური ენის დღეს

სიქა შეუერთდა მსოფლიო მშობლიური ენის დღეს და 20 თებერვალს გერმანელ და პოლონელ მოხალისეებთან ერთად რუსთავის #16 საჯარო სკოლაში ჩაატარა პრეზეტაცია. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეგოთ გერმანიისა და პოლონეთის კულტურისა და მათი ენის შესახებ. მოსწავლეებმა განიხილეს ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები ამ ერების მიმართ. მოხალისეებმა ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს ევროპული ღირებულებები და ცხოვრების სტილი გაუზიარეს. შეხვედრას 20  მოსწავლე ესწრებოდა.

Tuesday, February 17, 2015

სიქას გუნდი შეურთდა სიკეთის ეპიდემიის კამპანიას


17 თებერვალს სიქას გუნდი შეურთდა სიკეთის ეპიდემიის კამპანიას და ეს თარიღი სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნა.
სიქას მოხალისეებმა გადაწყვიტეს ქ. რუსთავში დადებითი განწყობა გაევრცელებინათ და დილიდან შარტავას გაჩერებაზე განაწილდნენ. მოქალაქეებს უფასო ცხელი ყავით გაუმასპინძლდნენ და პატარა ბარათები დაურიგეს სხვადასხვა პოზიტიური ფრაზებითა და კეთილი სურვილებით. 
სიქას გუნდი მშვიდ და ჰარმონიულ დღეებს გისურვებთ!

სემინარი ადამიანის უფლებების თემაზე

11 თებერვალს სიქა-ს EVS მოხალისეებმა პოლონეთიდან ჯანდარის საჯარო სკოლაში ჯანდარისა და კალინინოს აზერბაიჯანული საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი ადამიანის უფლებების თემაზე. შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დეკლარაციის შესახებ, მიმოიხილეს საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათი შეხედულებები ქალთა უფლებებისა და ოჯახური ძალადობის შესახებ.

Saturday, February 14, 2015

სიქა-მ ვალენტინობის დღე აღნიშნა

14 თებერვალს სიქას ქართველი და ევროპელების ორგანიზებით ქ. რუსთავის მერიის წინ ვალენტინობის დღე სახალხოდ აღინიშნა. რუსთავის სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებში, გაეკეთებინათ გულის ფორმის ორიგამები, გამოეხატათ თავისი დამოკიდებულება სიყვარულისადმი, მოხალისეებთან ერთად შეესრულებინათ ენერგიული ენერჯაიზერები... დასასრულს ახალგაზრდებმა გულის ფორმის მანათობელი ფრანები გაუშვეს. ფოტომასალა