26 აპრილს სიქამ დაიწყო სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი წყალტუბოში. ბანაკის ბენეფიციარია 300 მონაწილე საქართველოს
11 რეგიონიდან, მათ
შორის
267 მოსწავლე
და
33 სამოქალაქო
განათლების
პედაგოგი.
თითეულ
ნაკადზე
ბენეფიციარებთან
იმუშავებს
ლიდერებისა
და
ტრენერების
14 კაციანი
გუნდი,
ყოველ
ნაკადზე
ბანაკს
ეწვევა
3 მოწვეული
სტუმარი,
მათ
შორის
სხვადასხვა
სამინისტროების
წარმომადგენლები,
ცნობილი
ადამიანები
(მწერლები,
სპორტსმენები,
მსახიობები),
საერთაშორისო
ორგანიზაციების
წარმომადგნელები,
რომლებიც
ახალგაზრდებთან
ისაუბრებენ
აქტიური
მოქალაქობრივი
პოზიციის
მნიშვნელობაზე.
ბანაკის
სამივე
ნაკადში
მონაწილეთა
რაოდენობა
350-ს
გადააჭარბებს.
ბანაკი
ორგანიზებულია
"სამოქალაქო
განათლებისა
და
პედაგოგთა
გადამზადების
პროგრამის"
ფარგლებში,
რომელსაც
აფინანსებს
USAID. პროგრამას
საქართველოში
ახორციელებს
ორგანიზაცია
PH International. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო ბანაკს სიქა უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. გასული სეზონების
განმავლობაში
ბანაკში
უკვე
მიიღო
მონაწილეობა
700-დე
მონაწილემ.
წელს
სამოქალაქო
განათლების
ბანაკის
ბენეფიციართა
საერთო
რაოდენობა
უკვე
1000-ს
მიაღწევს.
No comments:
Post a Comment