3 აპრილს, სიქა-ს ორგანიზებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში შედგა მორიგი საინტერესო და ინფორმაციული ვიზიტი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში,“ საქპატენტში“. სადაც ხდება ყველანაირი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგ: გამოგონებების, საავტორო უფლებების, ბრენდების სახელების და ა.შ.
ცენტრის თამანშრომელი, ვიზიტორებს ესაუბრა ქართული გამოგონებების ბრენდების სახელების (ღვინოების, მინერალური წყლების და სხვა) რეგისტრაციის და საავტორო უფლებების შესახებ. ვიზიტორებმა დაათვალიერეს ცენტრში არსებული ბიბლიოთეკა, მარანი და სტუმრების მისაღები სივრცე.
ცენტრის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ღვალაძემ გააცნო მონაწილეებს საქპატენტის მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები.
ვიზიტის ბოლოს ცენტრის თანამშრომლები მონაწილეებს გაუმასპინძლდნენ ლანჩით.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: რუსთავის #1, #9, #15 #20, #21, #23 და #26 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.
No comments:
Post a Comment