2 აპრილს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენელთან ბ-ნ კახა ფხაკაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის საჯარო სკოლებიდან.
შეხვედრის თემა იყო: როგორ დაერქვა ფოტოგრაფიას ხელოვნება და როგორ უნდა გადავიღოთ კარგი ფოტო.
ახალგაზრდებმა მოისმინეს ფოტოგრაფიის დაბადების ისტორია, მისი წინაპირობები და განვითარების პროცესები. ასევე მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რისი გათვალისწინებითაც შესაძლებელია კარგი ფოტოს გადაღება. აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში.
შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH international, აფინანსებს USAID და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
No comments:
Post a Comment