სიქას მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " ფარგლებში ორგანიზებულ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ქ. თეთრიწყაროს #1 და კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები იყვნენ ჩართულნი. ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების რანჟირებისას თეთრიწყაროსა და კოდისათვის აქტუალურ საერთო პრობლემაზე შეჯერდნენ: შეექმნათ ქ.თეთრიწყაროს საზოგადოებრივი სტადიონის 1000 -მდე მომხმარებელისა და კოდის საჯარო სკოლის 500 მოსწავლის, მათ მშობლებისა და პედაგოგებისათვის დასვენებისათვის ხელსაყრელი პირობები.
ახალგაზრდებმა თანამშრომლობისათვის მიმართეს თეთრიწყაროს ადგილობრივ თვითმმართველობას, მათ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, თემის წევრებისა და კლუბის წევრების აქტიური ჩართვით მოხერხდა ორივე სკვერის დასუფთავება და რეაბილიტაცია. თეთრიწყაროს ადგილობრივი თვითმმართველობა კლუბებს დაეხმარა სკვერების სარემონტო მასალის ტრანსპორტირებაში, ასევე იგეგმება განახლებულ სკვერებში ახალი ნარგავების გაშენება.
No comments:
Post a Comment