11 აპრილს სიქა-ს დელეგაცია 5 ახალგაზრდის შემადგენლობით გაემგზავრა ესპანეთში საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "Permavera Youth Exchange" მონაწილეობის მისაღებად. პროექტის მიმდინარეობის 10 დღის განმავლობაში ესპანელი, იტალიელი, ქართველი და სერბი ახალგაზრდები ერთობლივად განახორციელებენ ინტერკულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს. პროექტის მთავარი თემა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლებაა.
No comments:
Post a Comment