2013 წლის 30 ნოემბერს სიქა-ს მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავში ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმზე, რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქალაქში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სპორტული მოედნების მოუწესრიგებლობა დაასახელეს, რის გამოც მოქალაქეებს შორის ნაკლებად ხდება ჯანსაღ ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. პრობლემის მოსაგვარებლად შერჩეული იქნა რუსთავის ოთხი სამიზნე სკოლა, რომლებიც გამოირჩევიან სამოქალაქო აქტიურობის სიმრავლით და ამავდროულად, მათი სპორტული მოედანი საჭიროებს გარკვეულ რეაბილიტაციას. მოხდა შერჩეული სკოლების საჭიროების კვლევა, რის საფუძველზეც მათთვის შეძენილი იქნა საკალათბურთ ფარები და ფრენბურთის ბადეები.
No comments:
Post a Comment