25 აპრილს რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა
და თემის წარმომადგენლებმა დედამიწის საერთაშორის დღე აღნიშნეს და გარემოს დასუფთავების მასშტაბური აქცია მოაწყვეს. აქციას ორგანიზება გაუკეთა სიქა-მ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის
გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული
იყო პლასტიკური ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
რუსთავის სამოქალაქო კლუბების დასუფთავების ინიციატივას
მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა
მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც აქტივობის ორგანიზატორებს დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები
და პარკები გადასცა.
აქციის ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე გიგი
ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
გია არჩვაძე, რომლებმაც რუსთაველ სამოქალაქო კლუბების წევრებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ
შეგროვილი ნარჩენები გაიტანა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების წევრებმა,
სიქა-ს უცხოელმა მოხალისეებმა და რუსთავის მოსახლეობამ.
No comments:
Post a Comment