Tuesday, April 8, 2014

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა პროექტის "ხელმარჯვე ოსტატის" ფარგლებში

7 აპრილს მარნეულის #3 სკოლამ მცირე საგრანტო პროექტის “ხელმარჯვე ოსტატები“ ფარგლებში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიებისთვის ფართი უსასყიდლოდ გამოყო მარნეულის კულტურის სახლმა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული სამკაულები და აქსესუარები. გამოფენა გაყიდვის მეორე ეტაპი, მარნეულის შემდეგ, იგეგმება თბილისში,  კავკასიურ სახლში.  გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გადაეცემა. 
მცირე საგრანტო პროექტების კონკურსი ტარდება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის ფარგლებში. 

No comments:

Post a Comment