Tuesday, April 8, 2014

კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" გასვლითი ღონისძიება თუშეთში მოაწყო


6 აპრილს, სიქას კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" გასვლითი ღონისძიება თუშეთში მოაწყო.

ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, კლუბის წევრებისთვის დიდი თამაში მოეწყო. მონაწილეებს მიეცათ მინიშნებები, რომლის მიხედვითაც უნდა ეპოვნათ პუნქტები, სადაც გუნდს სხვადასხვა დაბრკოლებების შესრულება მოუწია.
გუნდმა დროულად და წარმატებით შეასრულა ყველა დავალება.
დიდი თამაშის შემდეგ მოეწყო განხილვა, თუ როგორ იმუშავეს კლუბის წევრებმა, როგორც ერთმა გუნდმა და იმსჯელეს რა არის მთავარი გუნდური მუშაობის დროს, რომ ეფექტური შედეგი მივიღოთ. 
დღე კი სურნელოვანი მწვადებითა და ცეკვა-სიმღერით დასრულდა.

No comments:

Post a Comment