Sunday, April 6, 2014

პროექტი "გზა გავუკვალოთ ჯანსაღ თაობას" წარმატებით განხორციელდა

დმანისის #3 და იაღუფლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და კლუბის მეურვეები დმანისის საკრებულოს თავჯდომარესთან ნოდარ ადუაშვილთან ერთად 
5 აპრილს სიქა-ს წარმომადგნელები დაესწრნენ დმანისში საფეხბურთო ტურნირს, რომელიც „სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის“ შედეგად განხორციელებული პროექტის „გზა გავუკვალოთ ჯანსაღ თაობას“ ფარგლებში მოეწყო. ტურნირში ერთმანეთს შეხვდნენ დმანისის #1 და #3, ჯავახის, იაღუფლოს, განთიადისა და ზემო ოროზმანის სკოლების საფეხბურთ გუნდები.
სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში დმანისის მუნიციპალიტეტიდან ორი სკოლა - ერთი ქართული და ერთი აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეები და კლუბის მეურვეები იღებდნენ მონაწილეობას. ბანაკის მიმდინარეობისას მონაწილეებმა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიდან განსაკუთრებით გამოყვეს დმანისის სპორტულ მოედანზე სპორტსმენებისათის გასახდელი ნაგებობის სავალალო მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს სპორტული აქტივობების ორგანიზებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ბანაკის მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შეხვდნენ ადგილობრივ თვითმმართველობების წარმომადგნელებს და მათთან ერთად განიხილეს მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები. დმანისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დიდი თანამონაწილეობა გაწია პროექტის განხორციელების საქმეში - შენობების გადასახურად გამოიყო თუნუქის სახურავი და ხის მასალა, ადგილობრივმა ფირმამ უზრუნველყო სარემონტო სამუშაოების თანამონაწილეობით (ანაზღაურების გარეშე) შესრულება, ბანაკის საგრანტო ფონდიდან გამოყოფილი 1300$-ით შეძენილი იქნა სამშენებლო /სარემონტო მასალები. დამხმარე ნაგებობის დასუფთავებული იქნა თემის წევრებისა და მოსწავლეების მიერ, რომლებიც ასევე აქტიურ მონაწილეობდნენ სარემონტო სამუშაოებში. 
სპორტული მოედნის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მეტი ღონისძიებები განხორციელდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის: 6 აპრილს დაგეგმილია ზრდასრულებს შორის ფრენბურთის ტურნირი, ხოლო 12 აპრილს იგეგმება ფრენბურთის ტურნირი გოგონათა შორის. გამარჯვებული გუნდებისათვის პროექტის ფარგლებში დაწესებულია თასები და დიპლომები.

როგორც დმანისის საკრებულოს თავჯდომარემ ნოდარ ადუაშვილმა განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება აღფრთოვანებულია სამოქალაქო კლუბების წევრების აქტიურობითა და ინიციატივებით და ყოველნაირად შეეცდება მხარი დაუჭიროს ყველა მათ წამოწყებას.

No comments:

Post a Comment