3,4 და 5 თებერვალს სიქას ორგანიზებით, ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ლიპარტელიანი ახალი სამგორის. ერტისისა და ბოგვის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ევროკავშირისა და ნატოს მთავარი იდეა, დანიშნულება და საქმიანობები განიხილეს. მიმოხილვის შემდეგ მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება და განხილვა, რომელიც ევროკავშირის დაარსების ისტორიას ეხებოდა. შეხვედრის მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საჭირო და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება იყო.
დაინტერესებული მოსწავლები მონაწილეობას მიიღებენ სიქა-ს მიერ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ორგანიზებულ ვიქტორინაში. აქტივობები ხორციელდება პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახორციელებს PH International, მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სიქა არის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment