11 თებერვალს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქას ორგანიზებით გარდაბნის # 4, კალინინოს, ნაზარლოსა და თელეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები თბილისში, საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობას ესტუმრნენ.
გიდის თანხლებით ვიზიტორებმა დაათვალიერეს შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის დარბაზები, პლენალური სხდომების დარბაზი, პარლამენტის შენობის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო. გიდმა მოსწავლეებსა და და მასწავლებლებს გააცნო ქართული პარლამენტარიზმის ისტორია, პარლამენტის სტრუქტურა, მისია, როლი და კანონშემოქმედებითი პროცესი. ვიზიტის მონაწილეებმა ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და ტურით კმაყოფილები დარჩნენ. ფოტო
No comments:
Post a Comment