25 თებერვალს, სიქა-ს ოფისში მოეწყო ონლაინ კონფერენცია პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ცნობილი ქართველი მწერალი, კლასიკოსი ბ-ნი გურამ დოჩანაშვილი. სიქა-ს ორგანიზებით ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროგრამის სამიზნე ქვემო ქართლის სკოლების 30 წარმომადგენელმა რუსთავის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. ვაზიანის #1, #2, ახალსოფლის, ახალი სამგორი, ერტისის საჯარო სკოლების და სკოლა"რუსთველის" მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ინტერესით უსმენდნენ მწერლის საუბარს.
ბატონმა გურამმა ისაუბრა საკუთარი ნაწარმოებების, ცხოვრების და საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებმა მწერალს დაუსვეს შეკითხვები კარგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით.
ონლაინ კონფერენციის განმავლობაში, თბილისის განათლების მულტიმედია ცენტრის ოფისიდან ბ-ნმა გურამმა უპასუხა აუდიტორიაში მყოფი თბილისის სკოლების და SKYPE-ის მეშვეობით მიღებული საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეების შეკითხვებს. სულ კონფერენციაში 160-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
სამოქალაქო განათლების პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს PH-International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment