Sunday, February 12, 2017

სიქა-ში იწყება ქსოვის კლუბი ახალგაზრდა დიასახლისებითვის

დიასახლისებს უნიკალური შანსი სიქასგან ! 
ყოველ პარასკევს, 12 საათზე ჩვენთან სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრები იწყება. გერმანელი მოხალისეები ქსოვის პრაქტიკულ და გამორჩეულ მასტერკლასებს გთავაზობენ. შემოუერთდი ქსოვის კლუბს სიქას მეგობრულ ოფისში. ქსოვის შესწავლასთან ერთად ქალბატონებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე სასაუბრო უნარი. 
გაატარეთ თქვენი თავისუფალი დრო საინტერსოდ, სახალისოდ და სასარგებლოდ. 
კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართება 17 თებერვალს, 12:00 საათზე.
მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის ქ. 12-56; 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 0341 223133

Friday, January 27, 2017

მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმის მეორე ნაკადი გაიმართა

 სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქა-ს ორგანიზებით, 26 იანვარს ქ.რუსთავში,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების 19 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.
ფორუმზე მოსწავლეეთა ჯგუფებმა იმუშავეს მათ თემში არსებული აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე და ფასილიატორის დახმარებით, შექმნეს პროექტები. თითოეულ პროექტს პროგრამა დააფინანსებს მცირე გრანტით, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტის რეალურად განხორციელებასა და დასახული მიზნის მიღწევაში. იხ. ფოტოალბომი

Wednesday, January 25, 2017

მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის საჯარო სკოლების მონაწილეობით მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

24 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, მოეწყო მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმის პირველი ნაკადი. ფორუმი გაიმართა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის სამიზნე 19 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან. 
ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში მოსწავლეთა ჯგუფებმა იმუშავეს თემში არსებული აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე და ფასილიტატორის დახმარებით შექმნეს პროექტები. თითოეული პროექტს პროგრამა დააფინანსებს მცირე გრანტით, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტის რეალურად განხორციელებასა და დასახული მიზნის მიღწევაში.
მოსწავლეთა პრეზენტაციას დაესწრო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ბ-ნ პაატა ხიზანაშვილი. მან მოიწონა მოსწავლეთა ნამუშევრები, გააცნო ამ პრობლემების გადაჭრის კუთხით სამხარეო ადმინისტრაციის მუშაობა და მხარდაჭერას დაჰპირდა პროექტების განხორციელებაში.
სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
ფორუმი გააშუქა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ, იხ. სიუჟეტი ფოტოალბომი

Wednesday, December 28, 2016

პროექტის "თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება" პრეზენტაცია გაიმართა

26 დეკემბერს თბილისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება. პროექტის განმხორციელებელია სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და DVV International Georgia-ს მხარდაჭერით. დამწრეებს მიესალმნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს ბატონმა გოგი ჩიქოვანმა და ქალბატონმა ლიკა კაციტაძემ. პროექტის დირექტორმა პავლე თვალიაშვილმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო პროექტის შინაარსი და დაგეგმილი საქმიანობები. იხ.ფოტოები

სიქას გერმანელი მოხალისეების ვიზიტი კირაჩმუღანლოს სკოლაში


23 დეკემბერს პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს სიქას გერმანელი მოხალისეები: კატალინა ვორთმენი, ანიკა გიუნთერი და ჰიკარუ ული ეწვივნენ. 
სტუმრებმა კიღაჩმუღანლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის გააკეთეს პრეზენტაცია, რომლითაც გააცნეს გერმანიაში შობისა და ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია. მოხალისეებმა სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს პატარა ვორკშოფიც, ასწავლეს საახალწლო მისალოცი ბარათის დამზადება. კლუბის წევრებმა მათ მიერ შექმნილ ბარათებში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე დაწერეს ახალი წლის მისალოცი ტექსტები. მოგვიანებით კლუბის წევრები მისალოც ბარათებს მათი სოფლისა და თემის მარტოხელა მაცხოვრებლებს გადასცემენ.
სტუმრებმა შეხვედრა მხიარული გერმანული საშობაო სიმღერით დაასრულეს, მოსწავლეებმა კი მათ მადლობა გადაუხადეს სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის.

Sunday, December 25, 2016

პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება


2016 წლის 22 დეკემბერს, სიქას ორგანიზებით, ბოლნისში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების წლიური შემაჯამებელი ღონისძიება.
პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონში, სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ შეაჯამა პროგრამული წლის მიღწევები.

ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებულ საკლასო პროექტებზე და ინიციატივებზე გააკეთეს პრეზენტაცია.

2016 წლის განმავლობაში სიქას ორგანიზებით მოეწყო სხვადასხვა კონკურსი: სლოგანების, საკლასო პროექტების, პოსტერების, ვიდეოების და ფოტო კონკურსები, რას ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართულობას პროგრამაში და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
დიდი დმანისის და ბოლნისის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ მიღწევებზე სოც.მედიაში და შეაჯამეს ქვემო ქარლის რეგიონში მოსწავლეთა აქტიურობა პროგრამის ამ კომპონენტში.

სიქა ხელს უწყობს აზერბაიჯანელი მოსწავლეების ინტეგრაციას

14 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის აზერბაიჯანულმა საჯარო სკოლამ თბილისის # 65-ე საჯარო სკოლას უმასპინძლა.
სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს ქართული და აზერბაიჯანული კულტურა. ქვემო სარალის სკოლის ქართულის მასწავლებლის მანანა ცომაიას დახმარებით, აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართველი პოეტების შემოქმედება, ასევე წაიკითხეს აზერბაიჯანული ლექსები. სტუმრებმა, თბილისელმა მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ფოლკორული და თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებები.
კულტურული ღონისძიების საშუალებით სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი, თბილისის #65 სკოლისა და ქვემო სარალის სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა გამოთქვეს სურვილი მომავალში ერთად დაგეგმონ სამოქალაქო აქტივობები, განაგრძონ სკოლებს შორის მეგობრობა.

19 დეკემბერს, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ქვემო ქართლისა და თბილისის რეგიონების პარტნიორი ორგანიზაციების - სიქას და მოზარდთა სახლის ორგანიზებით აზერბაიჯანელი მოსწავლეები ქართველ თანატოლებს სასწავლო ტურის ფარგლებში ეწვივნენ. თბილისის #29 სკოლის სამოქალაქო კლუბის "XXI საუკუნის თაობა" ლიდერებმა უმასპინძლეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ყულარის, თაქალოს, კაჩაგანის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებს.