Wednesday, November 13, 2013

შეხვედრა რუსთავის #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ახალ შემადგენლობასთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქას წარმომადგენელი ანი ციცქიშვილი რუსთავის #11 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა. 
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცვნენ პროგრამის მიმდინარეობასა და პრიორიტეტებს.
იმის გამო, რომ აღნიშნულ სკოლაში სამოქალაქო კლუბმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, მე-9 კლასელებმა გამოთქვეს სურვილი გააქტიურონ კლუბი. მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო კლუბის დანიშნულების შესახებ, მუშაობის სტილის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა აკეთოს კლუბმა.
ამავე შეხვედრაზე მოსწავლეებმა უკვე დაგეგმეს კლუბის პირველი შეხვედრა და ჩამოწერეს ის სავარაუდო აქტივობები, რომელსაც კლუბის წევრები მუშაობის დაწყებისთანავე განახორციელებენ.
კლუბის წევრები ქალაქში არსებული პრობლემების დიაგნოსტიკისთვის პირველ ეტაპზე მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავენ, რის შემდეგაც იმ პრობლემებზე მუშაობას დაიწყებენ, რომლის მოგვარებაც თვითმმართველობასთან თანამშორმლობით შეუძლიათ.

No comments:

Post a Comment