Saturday, November 30, 2013

ENO - კლუბი აგრძელებს გარემოსდაცვით კლუბში ახალგაზრდების მიღებას

ENO - კლუბი აგრძელებს გარემოსდაცვით კლუბში ახალგაზრდების მიღებას. კლუბში მუშაობისას 11-14 წლის მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას თემსა და თემის გარეთ არსებული გარემოს შესახებ. შეხვედრები არაფორმალური განათლების მეთოდით წარიმართება ეკოლოგიური პრობლემების შესწავლის და მათი მოგვარების გზების გამოსავლენად. კლუბის მონაწილეები შეასრულებენ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა დავალებებს. ჩაატარებენ კვლევებსა და აქტივობებს.
პროგრამაზე მუშაობისა დროს მოსწავლეები განივითარებენ პრეზენტაციის, კვლევის, კომუნიკაციის, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების, სოციალური მედიის გამოყენების უნარებს. კლუბში გაწევრიანებისათვის დაინტერესებულ პირებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა
http://webanketa.com/forms/6mv3cd1h5wvkjcv665h3cd0/

No comments:

Post a Comment